Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (3)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
15-01-2016, 14:24
ნანახია: 868

დავით სერგეენკო: არანაირი საკადრო ცვლილებები მინისტრების დონეზე არ განიხილება!

ჯანდავცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია, რომ უახლოეს პერიოდში არანაირი სახის საკადრო ცვლილებები მინისტრების დონეზე არ განიხილება.

 

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მინისტრმა, მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდე,გ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში გიორგი კვირიკაშვილთან ყველა სამინისტროს მუშაობის შესახებ ინტენსიური, დეტალური და საქმიანი განხილვა მიმდინარეობს.

 

"ეს არის უკვე გაწერილი გრაფიკი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის პერიოდში გიორგი კვირიკაშვილმა მართლაც განაცხადა ამის შესახებ, რომ შესწავლის შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას. რამდენიმე დღის წინ მან ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია, რომ უახლოეს პერიოდში არანაირი სახის საკადრო ცვლილებები მინისტრების დონეზე არ განიხილება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.