Iverioni
«    სექტემბერი 2017    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
მაისი 2017 (4)
აპრილი 2017 (5)
2-02-2016, 15:19
ნანახია: 609

როინ მიგრიაული: სამართლებრივი ხასიათის კანონები კვალიფიციურმა იურისტებმა უნდა მოამზადონ და არა ზურაბ ტყემალაძემ

გადახდისუუნარობის კანონში ცვლილებები მზადდება. პარადოქსია, მაგრამ აღნიშნულ კანონში ცვლილებების ავტორია პარლამენტის წევრი ბატონი ზურაბ ტყემალაძე

 

საკითხის პარადოქსულობა იმაშია, რომ ბატონი ზურაბი (პროფესიით არაიურისტი) გვევლინება ისეთი კანონის ცვლილებების ავტორად (და ინიციატორადაც), რომელიც, ძირითადად, სამართლებრივი საკითხებითაა გაჯერებული და მასში ეკონომიკური (თუნდაც ფინანსური) ნაკლებადაა. 

 

კერძოდ, გადახდისუუნარობის კანონი, როგორც კერძო სამართლებრივი აქტი, აწესრიგებს ინსტიტუტებს რამდენიმე სამართლიდან, მათ შორის, სამოქალაქო სამართლიდან, როგორიცაა: პირები, ქონება, საკუთრება (მათ შორის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები), მფლობელობა, ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართლებრივი საკითხები, ზიანის ანაზღაურება და სხვ. ასევე, სამეწარმეო სამართლიდან, როგორიცაა: სამეწარმეო სუბიექტები, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა, ლიკვიდაცია, რეგისტრაცია და ა.შ.

 

საკითხის პარადოქსულობა კიდევ იმაშია, რომ ასეთი ტიპის კანონებში ცვლილებების ინიციატორი უნდა ყოფილიყო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სადაც ჯერ კიდევ 2013 წლიდან შექმნილია კერძო სამართლის რეფორმის სამუშაო ჯგუფი. ხოლო, ერთ-ერთი მიმართულება სწორედ გადახდისუუნარობის კანონის ცვლილებებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფია. ამ ჯგუფის მუშაობა დღემდე არ გახსენებიათ სამინისტროში.

 

ასევე, პარადოქსული ფაქტია, რომ იუსტიციის სამინისტრომ დღემდე ერთი კანონპროექტიც კი არ წარადგინა პარლამენტში გადახდისუუნარობის კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, მაშინ, როცა საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებით, აღნიშნული კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპული თუ ამერიკული კანონმდებლობის არც ერთ საერთაშორისო სტანდარტს, მთლიანად უნდა იქნას გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადახდისუუნარობის (უფრო სწორად, კანონი „ვალაუვალობის საქმის წარმოების შესახებ“) ან, რაც ყველაზე მარტივია, დროებით აღდგეს გერმანულ მოდელზე აგებული, 1996 წელს მიღებული კანონი „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“.

 

სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში წმინდა სამართლებრივი ხასიათის კანონებისთვის ჯერ ვერავინ მოიცალა, განსაკუთრებით მათ, ვისაც უშუალოდ ეხებათ კანონშემოქმედებითი საქმიანობა, ხოლო ეს საქმიანობა მხოლოდ პოლიტიკური თემებითაა დატვირთული და ძირითადად, მიმართულია, უცაბედად წამოჭრილი „მწვავე თემების ჩაქრობისკენ“.

 

როინ მიგრიაული

ადვოკატი, ასოც. პროფესორი