Iverioni
«    ნოემბერი 2017    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
ნოემბერი 2017 (7)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
15-02-2016, 17:45
ნანახია: 1897

ნონა შარაბიძე: კაცს, რომელსაც მანქურთი რესპუბლიკელები მოსწონს, ნამდვილად ვერ ვუწოდებ „ერის კაცს“.

ტყუილად ირჯებიან ნაცები და ნაცმიდრეკილები, როცა ბიძინა ივანიშვილს „რუს ოლიგარქობას“ აბრალებენ.....

 

არც ეგეთი ბრიყვია ქართველი ხალხი, ნამდვილად ვერავის მოატყუებენ, რადგან პიროვნება, სწორედ იმ ქვეყნის ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობას ემორჩილება, იმ ქვეყნის ინტერესებს ატარებს, ვინც განკარგავს მის ფინანსებს და სადაც კაპიტალი აქვს დაბანდებული!.. 

 

შტერი ან ტვინგაყინული ნაცმიდრეკილი უნდა იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს „რუსეთის კაცი“ უწოდო!..

 

აშშ-ს კოლონიურ საქართველოში, ასე გამოშტერდნენ ამერიკელები, რომ რუსეთის მიერ მოვლენილ ოლიგარქს პრემიერად დაგვინიშნავდნენ?!..

 

როდესაც რუსეთი არის ამერიკის სამხედრო მოწინააღმდეგე, ჩვენთან საქართველოში ამერიკელები „რუსეთის კაცის“ მოსვლას დაუშვებდნენ?!.. 

 

რათ უნდა ამას დიდი კვლევა-ძიება!.. 

 

თუმცა, ჩვენთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა ამერიკა რას აიძულებს 7 მილიარდის პატრონ ბიძინა ივანიშვილს!.. 

 

ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილს გამოუცხადა სრული ნდობა, მან კი, არც სამართლიანობა აღადგინა, არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით გააკეთა რამე და ნაციონალები საქართველოს თავზე დაასვა!.. 

 

ერთი სიტყვით, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელების მიერ მიცემული დავალება პირნათლად შეასრულა და 3 %-იანი რესპუბლიკური პარტია მმართველ ხელისუფლებაში მოიყვანა!.. როგორც თავად ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა __ „ყველაზე დიდი პოლიტიკური კულტურა „რასპუბლიკურ პარტიას“ აქვს“ და ამით პირველმა ყოფილმა პრემიერმა დაამტკიცა, რომ თავადაც „რესპუბლიკელთა“ მრწამსის წარმომადგენელია, დღევანდელ საქართველოში კი, 3 %-იანი მანქურთი რესპუბლიკელობა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან საამაყო, მიმზიდველი და მომგებიანი პოზიციაა!..

 

ახლა მომადგებიან ქოცების ძალიან მადლიერები და მისაყვედურებენ ჩემს „უმადურობას“, როგორ გავბედე თვით მესიის კრიტიკა; ხოლო, მთავარი, შეფასების კრიტერიუმი მდგომარეობს ფრაზაში: „ქოცების“ გამარჯვების შემდეგ პატიმრებს ხომ აღარ აწამებენ....... რაა, პატიმართა წამების სააკაშვილის რეჟიმისეული მეთოდები ქოცებსაც უნდა გაეგრძელებინათ და ამას გვაყვედრიან?!.. 

 

პიროვნებას, რომელსაც მანქურთი რესპები მოსწონს, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ და ნამდვილად ვერ ვუწოდებ მესიას!.. თუმცა, არამარტო რესპუბლიკეთა მოწონება, არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა დაეცა!..

 

ზვიად გამსახურდიას თუ სამება არ აუშენებია, ნაკლები სიყვარულით სარგებლობდა და სარგებლობს ხალხში, თუ ვერ არის ეროვნული გმირი?!.. თავისი სიცოცხლის გაწირვით რომ დაამტკიცა საქართველოს უანგარო სიყვარული, ეს არ არის საკმარისი?!.. 

 

 

ზოგიერთებისგან განსხვავებით ის არ ასრულებდა ამერიკელების მითითებებს და რაც მთავარია, გამსახურდიას არ გადაუბარებია ხელისუფლება მანქურთებისგან შემდგარი რესპუბლიკელებისთვის და ხელებდაბანილი არ წასულა!..

 

ზვიად გამსახურდია, როგორც ქართული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დამცველი, მზაკვრულად იქნა მოკლული!..

 

ასე რომ, მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვა საკმარისი იქნებოდა საერთო სახალხო სიყვარულისთვის, ხოლო ფულით ნაყიდი ხალხის სიყვარული არასოდეს არ არსებობს მარადიული!..