Iverioni
«    მარტი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მარტი 2019 (8)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
13-06-2016, 10:34
ნანახია: 4116

ოპერაცია კოდური სახელწოდებით - „116“, ანუ, რატომ დაძრწის სანიკიძის აჩრდილი სამინისტროში?!

საჯარო სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობაში სამეურვეო საბჭოს არჩევნებს  ფორმალური ხასიათი ჰქონდა. ზოგადი შეფასებით, სკოლებში ამომრჩეველ  მშობელთა ძალიან დაბალი აქტივობები დაფიქსირდა. ეს უმთავრესად გამოწვეული იყო არასათანადო ინფორმირებით - საზოგადოების ინფორმირება კი სამინისტროსა და სკოლების ხელმძღვანელთა უშუალო ვალდებულება იყო.

 

ჩვენი ცენტრის მიმართვის მიუხედავად. მედია თითქმის არ დაინტერესდა ამ თემის გაშუქებით. თემის აქტუალობა მხედველობიდან გამორჩა პოლიტიკურ სპექტრსაც (გამოგვეხმაურა მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია), არადა, სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნები და შემდგომ მათი დაკომპლექტება სამთავრობო რესურსების წინასაარჩევნო მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენდა.

 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი არჩევნების შესახებ ინფორმაციას  რამდენიმე სკოლიდან იღებდა, თუმცა თვითონ ცენტრის ხელმძღვანელი - დავით ფერაძე ყველაზე ცხელ საარჩევნო წერტილში - 116-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. ამ სკოლას სტრატეგიული და საკვანძო ფუნქცია ჰქონდა განათლებისა და მეცნიერების ექსმინისტრ სანიკიძისდროინდელი სამინისტროში მოკალათებული დამნაშავე ჯგუფისთვის: კერძოდ, ამ ჯგუფის ხელმძღვანელის, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის - ალექსანდრე ონოფრიშვილისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ აძევებენ სისტემიდან. 

 

ოპერაცია „116“  ცხადია,  სანიკიძის ამ მარჯვენა ხელის   მიერ შემუშავდა მას შემდეგ,  რაც 116-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე ამავე სკოლის ყოფილი დირექტორი, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული დიმიტრი მეჭურჭლიშვილი დარეგისტრირდა.

 

მეჭურჭლიშვილის არჩევის რეზონანსულობა ერთი სკოლის ფარგლებს გასცდებოდა და ონოფრიშვილის თარეშის დასრულს დააჩქარებდა. ამიტომაც ოპერაცია „116“- ში მთელი რესურსებით გადაერთო ონოფრიშვილის სამსახური.

 

116-ე საჯარო სკოლას ამ დრომდე მართავს არერთ დანაშაულში მხილებული ვინმე ღაჭავა. ის შეეცადა, რომ  რაც შეიძლება გასაიდუმლოებულიყო და საზოგადოებას ნაკლებად სცოდნოდა დანიშნული არჩევნების შესახებ.

 

ღაჭავა დაუყოვნებლივ გადავიდა კანონდარღვევაზე: ვიდოჩანაწერებიც (სასკოლო სათვალთვალო კამერები) მოწმობენ, რომ ის უხეშად ერეოდა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში, ხვდებოდა მშობლებს და აძლევდა მითითებებს სასურველ კანდიდატებზე, ზეწოლას და შანტაჟს ახდენდა დამრიგებლებზე, რომ უზრუნველეყოთ მშობლების მოსვლა არჩევნებზე და მისთვის სასურველი კანდიდატების არჩევა. რითაც დაირღვა საარჩევნო დებულების მეექვსე მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვას.

 

ღაჭავას ზეწოლის და სხვა უამრავი დარღვევის შესახებ ოპერატიულად მიეწოდა ინფორმაცია არჩევნების კოორდინატორს დიდუბე-ჩუღურეთში ლელა (მარინე) ჯაშს (რესურსცენტრის უფროსი), ასევე სამინისტროს, მაგრამ მათ არათუ აღმოფხვრეს დაღვევები,არამედ თავად შეუწყვეს ხელი. მაგალითად, გაფრთხილების მიუხედავად, სკოლის ე.წ. დირეტორმა არჩევნების წინა დღეს დაიბარა რამდენიმე პედაგოგი და მათ სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა, თუ ხმას არ მისცემდნენ სასურველ კანდიდატს.

 

ოპერაცია 116-ის ხელმძღვანელებისგან ღაჭავამ მიიღო დავალება, რომ ყველა საშუალება გამოეყენებინა, რათა არ დაეშვათ სამეურვეო საბჭოში დიმიტრი მეჭურჭლიშვილი.

 

ონოფირშვილის ჯგუფისთვის სერიოზულ საშიშროებას ქმნიდა ის გარემოება, რომ საარჩევნო პროცესის დამკვირვებელი იყო ჩვენი ცენტრის ხელმძღვანელი - დავით ფერაძე, ამიტომ, 10 ივნისს, არჩევნების დღეს „ცხელ წერტილში“ მობილიზებული იყო ზემოხსენებული ჯაში. საარჩევნო დებულების თანახმად, კოორდინატორები საარჩევნო პროცესს აკვირდებიან ყველა იმ სკოლაში, რომელიც მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ ოპერაციის პრინციპებიდან გამომდინარე, ჯაში ადგილზე გამოცხადდა არჩევნების დაწყებიდან ორი საათის შემდეგ და არჩევნების შედეგების რეგისტრაციამდე ადგილიდან არ მოუცვლია ფეხი.

 

ამ ხნის განმავლობაში ის მუდმივ კონტაქტში იყო სამინისტროსთან და აცნობდა დანაშაულებრივი ოპერაციის მიმდინარეობის დეტალებს. მუდმივ სატელეფონო ხაზზე იყო ასევე ბანდის ერთერთი უმნიშვნელო წვერი, ხსენებული ღაჭავაც.

 

ოპერაცია 116-ში ჩართული იყო აგრეთვე მსხვილი ზონდერის, მანდატურის სამსახურის უფროსის ვახტანგ მეიფარიანის სპეცჯგუფი. მან „ცხელ წერტილში“ გადასხა დამატებითი „დესანტი“ დიდუბე-ჩუღურეთის მანდატურის სამსახურის უფროსის ფარუაშვილის მეთაურობით. ამის გარდა, ობერზონდერმა ონოფრიშვილმა დამოუკიდებელი დამკვირვებლის ნიღბით არჩევნებზე მობილიზება გაუკეთა  ნაცმოძრაობის საარჩევნო მობილური ზონდერჯგუფის ყოფილ უფროსსა და ყოფილ ძალოვნებს. მათ უნდა გაეყალბებინათ არჩევნების შედეგები და უნდა უზრუნველეყოთ მეჭურჭლიშვილის მომხრეთა ნეიტრალიზება.

 

ამომრჩეველთა დაბნევას ემსახურებოდა წინასწარ საგანგებოდ დამუშავებული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვინმე არჩვაძე. მან მოხაერხა და რამდენიმე ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ მისცა. ამაში კი ხელი შეუწყო დამნაშავე ჯგუფის „ნამესტნიკმა“ ღაჭავამ, რომელმაც ამომრჩეველთა სიიდან ამოაშლევინა ე.წ. „სახიფათო“, ანუ მეჭურჭლიშვილის პოტენციური ამომრჩევლები.

 

ამას ადგილზე მოყვა რამდენიმე ინციდენტი. კონფლიქტი ამომრჩეველსა და სპეცოპერაციის წარმომადგენლებს შორის. ზონდერებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ამომრჩეველი მშობლების ინტერესის დამცველ დამრიგებელსაც.

 

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეწეოდა ამომრჩევლის მიზანმიმართულ დაბნევას, დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველ მშობელს აძლევდნენ  საარჩევნო ბიულეტენს, რომელიც მათ წარმომადგენლობითობას არ შეესაბამებოდა.

 

ამგვარი ზეწოლებისა და ხრიკების მიუხედავად ონოფრიშვილის დამნაშავე ბანდამ მეჭურჭლიშვილს  მხოლოდ ორი  და თანაც გაბათილებული ხმის გამოყენებით მოუგო.

 

ეჭურჭლიშვილის გარდა, „ნამესტნიკმა“ ღაჭავამ ძალმომრეობით დაბლოკა კიდევ ერთი კანდიდატი პედაგოგების მხრიდან.  დაბლოკვის საფუძველი გახლდათ ის, რომ ხსენებული პედაგოგის შვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტია.

 

ყოველივე მომხდარი ნათელი მაგალითია იმისა,  თუ რა ძალიან შორს ვართ დემოკრატიისა და ჯანსაღი ურთიერთობების სისტემისგან და თანაც იმ სფეროში, სადაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა.

 

ჩვენ გვავიწყდება, რომ ამ გარემოში ვასწავლით ჩვენ შვილებს და ბუნებრივია, მშობელს, რომელსაც არჩევანის თავისუფალი გამოხატვის უფლება აქვს წართმეული, უნდა გაუჩნდეს შეკითხვა - რას ისწავლიან მისი შვილები. ჩვენ ვხედავთ, რომ სამინისტროში ცვლილებას ჯერჯერობით მხოლოდ ფასადური სახე აქვს და მთავარი დამნაშავეთა ჯგუფი სანიკიძის გარეშე აგრძელებს თარეშს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ სადაც არ არის სამართალი, იქ ვერ იქნება მშვიდობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მინისტრს დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი ჩვენთან, რათა ერთობლივად ვიხსნათ სისტემა დამნაშავეებისგან.

 

 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი