Iverioni
«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2018 (8)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
23-06-2016, 17:21
ნანახია: 2830

ზაურ ნაჭყებია: გონს მოდით, მეგრელებო!

(ზურაბ კვარაცხელიას „მოკლე რეპლიკის“ პასუხად)

 

ამ დილით სოციალურ ქსელში ბატონ ზურაბ კვარაცხელიას „მოკლე რეპლიკა“ წავიკითხე, როგორც წესი, ყოველთვის ყურადღებით ვადევნებ თვალ-ყურს ბატონი ზურაბის სტატიებსა და ფესიბუკ-სტატუსებს - ჯერ ერთი, ჩემთვის საინტერესო თემებს ეხება, მეორეც, მიუხედავად იმისა, რომ ცოტას „წაირადიკალებს“, მის ნააზრევს ძირითადად ობიექტურობის ბეჭედი აზის!

 

არ ვიცი, ვის როგორ უყვარს სამეგრელო, მაგრამ გადაუჭარბებლად შემიძლია განვაცხადო, რომ საკუთარი ოდაბადეს ღირსებას ყოველთვის თვალისჩინივით ვუფრთხილდები!

 

სწორედ ამით იყო ნაკარნახევი ჩემი არაორდინალური სტატია „ვა-ვა ანაკლია, ანუ, რატომ მრცხვენია ჩემი მეგრელობის?!“, რომელიც სამი წლის წინ „ივერიონში“ გამოვაქვეყნე და ამით ჩემს უახლოეს თანამემამულეებს მივანიშნე, თუ რატომ არ შეიძლებოდა ყოფითი პრობლემების გამოსწორების მოტივით კაზანტიპის ფესტივალის გამართლება.

 

სტატიამ ბევრ მხარდამჭერთან ერთად, ბევრი მოწინააღმდეგეც შემძინა (შეურაცხყოფების კასკადიც არ დამკლებია), მაგრამ ეს არ იყო მთავარი - მთავარი იყო ის, რაც მე გავაკეთე, ანუ აღნიშნული სტატიით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვი!

 

ყოველთვის ვცდილობ არ ავყვე პროვოკაციულ გამოხტომებს, თუ, იქ „ამოღვენთილი“ თემა მასშტაბური არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს უფლებას ვაძლევ გამოვთქვა საკუთარი მოსაზრება ბ-ნ ზურაბ კვარაცხელიას „მოკლე რეპლიკასთან“ დაკავშირებით.

 

როგორც რეპლიკაში ვკითხულობთ, ბატონი ზურაბის მოთმინების ფიალა აავსო გურამ შარაძის ქალიშვილის - რუსუდან შარაძის მიმართვამ მეგრელებისადმი (თუ რეპლიკის ავტორის ენით ვიტყვით, მისმა კადნიერმა ტონმა), სადაც შავით თეთრზე გამოკვეთილია რიტორიკული კითხვა: რატომ არ გამოვიდა სამეგრელო ჯერ კიდევ ძილბურანიდან და რატომ უჭერს მხარს სააკაშვილს?!

 

სხვათაშორის, ეს კითხვა მეც მაწუხებს და არაერთგზის მქონია კამათი სამეგრელოში ჩასულს ადგილობრივ მოსახლეობასთან. გულწრფელად გითხრათ, მათგან მყარი არგუმენტები ვერცერთხელ ვერ მოვისმინე, თუმცა, ვისაც „მივწვდი“, შევეცადე მათთვის თვალი ამეხილა!

 

მიუხედავად იმისა, რომ ქ-ნ რუსუდან შარაძის კატეგორიული მიმართვა (მოთხოვნა) შეიძლება ბატონ ზურაბ კვარაცხელიაზე ადრე წავიკითხე, გარკვეული მიზეზების გამო საჭიროდ არ ჩავთვალე კომენტარი გამეკეთებინა.

 

ამჯერად თავს ვალდებულად ვთვლი „კეისარს კეისრისა“ მივუზღა და დავასკვნა: არის თუ არა ბ-ნ ზურაბ კვარაცხელიას მიერ მოყვანილი არგუმენტები საკმარისი იმისთვის, რომ სამეგრელომ მხარი ისევ სააკაშვილს დაუჭიროს?!

 

ბ-ნი ზურაბი ბრძანებს, რომ ამის (სააკაშვილის მხარდაჭერის) მიზეზი თურმე (მომყავს ციტატა უცვლელად) „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის გადატრიალებაში უნდა ვეძიოთ! უნდა ვეძიოთ ასევე, ჩემი კუთხის ხუთგზის თუ ექვსგზის დალაშქვრა-აწიოკებაში! ვეძიოთ ასევე უნდა, მეგრელთა ერთი ნაწილის მიერ იმ ,,კრიშაზე" ამძვრალი ლობორდო-უფშვიტინეს შევარდნაძე-ურჩხულის მძლეველ მზეჭაბუკად წარმოსახვაში! უნდა ვეძიოთ ინფორმაციული თვალსაზრისით სამეგრელოს მოსახლეობის მიზანმიმართულად ვაკუუმში მოქცევაში! უნდა ვეძიოთ ე. წ. ,,ქართული ოცნების" ანუ სახელისუფლებო კოალიციის უსუსურობაში და მარიონეტულობაში! ბოლოსდაბოლოს უნდა ვეძიოთ იმაში, რომ ჩვენი სამშობლო არის ფაქტიური კოლონია და პოლიტიკური პროცესები ყბადაღებული კოჰაბიტაციის ჩათვლით აქ ვითარდება ევროატლანტიკური სტრუქტურების მესვეურთა კარნახით და ნება-სურვილისამებრ!..“

ბატონო ზურაბ, ფორმალურად შეიძლება დაგეთანხმოთ - სამეგრელო მართლაც იქცა ათასი ჯურის ნაძირლების სათარეშო პოლიგონად და ეს ყველაფერი მაშინ სახელმწიფოს (ხელისუფლების) რანგში იყო აყვანილი, მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას ჩემს (ჩვენს) ულამაზეს კუთხეს - თვალები დაიბრმავოს, ყურებზე საცობი წამოიცვას და დანაშაულებრივი რეჟიმის მკვდრეთით აღდგომას შეუწყოს ხელი!

 

არ მესმის, რა შუაშია „ნაციონალური რეჟიმის“  ბრმა (ღმერთმა ქნას ბრმა და არა შეგნებულ) მხარდაჭერასთან „ქართული ოცნების“ უსუსურობა და მარიონეტულობა? რა, „ქართულ ოცნებას“ უნდა გადავაყოლოთ საქართველო?!

 

არც ის არის არგუმენტი, რომ, რადგან  ჩვენი სამშობლო (თუ თქვენი სიტყვებით ვიტყვით) „ფაქტიური კოლონიაა და პოლიტიკური პროცესები ყბადაღებული კოჰაბიტაციის ჩათვლით აქ ვითარდება ევროპარლამენტური სტრუქტურების მესკუთრეთა კარნახით და ნება-სურვილისამებრ“, ავდგეთ და პირდაფჩენილი „ურჩხული“ ჩვენივე ნებით გავაცოცხლოთ!!!

 

ზოგადად, ქართველებს აზროვნებაში (ცნობიერებაში) პრობლემები რომ გვაქვს, გასაგებია, მაგრამ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, საერთოდ გავგიჟდეთ და უკადრებელი ვიკადროთ - დღეს ვიღაცის ჯიბრზე (თან უაზრო ჯიბრზე), „ნაციონალების“ მხარდაჭერა, რბილად რომ ვთქვათ, ამორალობაა, სიბრიყვეს რომ თავი დავანებოთ!!!

 

გონს მოდით, მეგრელებო!