Iverioni
«    ნოემბერი 2017    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
ნოემბერი 2017 (7)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
17-12-2016, 13:40
ნანახია: 2236

დავით ფერაძე: რა შუაშია ლობიანი?

წარმართი და ქრისტიანი ბარბარე

 

ფიქრობენ, რომ წმ. დიდმოწამე ბარბარეს კულტის საქართველოში გავრცელების შემდეგ, მასში წარმართობის დროინდელი წარმოდგენებიც შეთვისდა, ისევე, როგორც, წმ. დიდმოწამე გიორგის კულტში შეაღწია მთვარის ღვთაების ნიშან-თვისებებმა.

 

საქართველოში არსებობდბა წარმართი ქალ-ღვთაება „ბარბარ“, რომელიც, ზოგი ვერსიით, მზის კულტს წარმოადგენდა და მოზარდებისა და თვალის სნეულებათა მკურნალად ითვლებოდა. თვალის, ალბათ, იმიტომ, რომ მზე სინათლის წყაროა, ხოლო სწორედ თვალი აღიქვამს ამ სინათლეს.

 

აქედან თუ მოდის გამოთქმა „თვალის სინათლე“.

 

წარმართ ბორბარ ბარბარ-ს უკავშირდება ბორბლის შექმნის იდეაც, რომელიც ძველმა ხალხებმა, სწორედ მზესთან მიმსგავსებით გამოიგონეს.

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ თვალიც მრგვალია და მზეს გავს, ალბათ, კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რატომაა ქართულ ენაში „ბორბლის„ სინონიმი „თვალი“ (მაგ: ორთვლიანი ეტლი) მადლიერების ნიშნად წარმართ ღვთაებას  ხშირად მზეს მიმსგავსებულ ცომეულის კვერებს სწირავდნენ.

 

ფონეტიკური მსგავსების გამო წარმართი ბარბალე და ქრისტიანი წმ. ბარბარე გაიგივებულა. ფიქრობენ, კვერების შეწირვის რიტუალიც ქრისტიანულ ელფერში გაეხვია და წმ. ბარბარეს საპატივცემულოდ ლობიანების მომზადებაში გამოვლინდა?

 

მაგრამ, რა შუაშია მაინც და მაინც ლობიო?

 

 

ამასაც ეძებნება ახსნა: ლობიო სამარხვო პროდუქტია და ამიტომ.

 

ლობიო და შემოსევები

 

უნდა ვაღიაროთ, რომ ლობიანების მომზადება არავითარი კანონიკური აუცილებლობა არაა და ქრისტიანობასთან ნაკლები კავშირი აქვს, თუმცა, ცოტა რთულია იმის მტკიცებაც, რომ წარმართობის, ანუ მეოთხე საუკუნისდროინდელი წესი მეთხუტმე საუკუნის ბოლოს გაეხსენებინათ. ლობიოს კულტურის გავრცელება ხომ, დაახლოებით ამ დროს ივარაუდება.

 

უფრო სარწმუნოა, რომ მთლად წარმართობას არ დავაბრალოთ ლობიანების ტრადიცია და მასში ქართველი ხალხის მადლიერების გამოხატვა უფრო აღმოვაჩინოთ.

 

ეს სარწმუნო გახდება, თუ დავეყრდნობით არცთუ ცნობილ, თუმცა „ისტორიული დაღმართის“ ხანაში საკმაოდ გავრცელებულ წესს.

 

როგორც ვთქვით, გვიან შუა საუკუნეებში ლობიო უკვე გავრცელდა. ეს ის დროა,  როდესაც ხშირი იყო მეზობლების შემოსევები. საქართველოც ახალი დაშლილი იყო. ერთიანი ლაშქარიც აღარ არსებობდა. ფაქტობრივად, „ქუდზე კაცი“ გადიოდა შემოსეული მეზობლების წინააღმდეგ. სახლებში კი მოხუცები, ფეხმძიმეები და მცირეწლოვანი ბავშვიანი დედები რჩებოდნენ.

 

მოულოდნელი შემოსევების შემთხვევაში ისინი მიმალვასაც ვერ ახერხებდნენ. ასეთ ოჯახებში მუდმივად ცეცხლზე იდგა სქელძირიანი თიხის ქოთანი, რომელშიც ლობიო იხარშებოდა.

 

ლობიოს აქვს თვისება, ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგაც დიდხანს გააგრძელოს დუღილი, თუ ამას დავუმატებთ თიხის, განსაკუთრებით კი სქელი თიხის ხანგრძლივ მხურვალებას, გამოდის, რომ ცეცხლიდან გადმოდგმისას დაახლოებით ოცი წუთი ლობიო აგრძელებს დუღილს და ოხშივარიც ამოდის.

 

რა კავშირშია ეს მტრის შემოსევასთან?

 

რა და, დასახლებულ პუნქტებში თუ გამოჩნდებოდნენ უცხო მეომრები, მაშინ ამ მოთუხთუხე ქოთანს გამოდგამდნენ ეზოს შესასვლელში, ჭიშკართან. უცხო მეომრები ხედავდნენ, რომ ქოთანი ცეცხლზე არ დგას და მაინც დუღს. ამას ზებუნებრივ ძალას მიაწერდნენ და ასეთი ოჯახების გაძარცვისგან თავს იკავებდნენ.

 

 ასე გვევლინება ლობიო და ქოთანი მხსნელად.

 

და წმ. ბარბარე რაღა შუაშია?

 

სწორედ წმ. ბარბარეა მთავარი - წმ ბარბარე ხომ ჩვილთა მფრველად და მკურნალად ითვლება.

 

დედები სწორედ მას ევედრებოდნენ შემოსეული მტრებისგან ეხსნა მათი შვილები. ანუ, ერთდროულად, ორი ძალა ეხმარებოდა შეშინებულ ოჯახებს:

 

1. ზებუნებრივი ანუ, წმ. ბარბარე და 2. მატერიალური - ანუ ლობიო.

 

ამ ერთგვარი სინერგიული ერთობით ბავშვები ბევრჯერ გადარჩენილან. წმ. ბარბარეს მადლიერების ნიშნად ლობიანებს აცხობდნენ ყოველი ასეთი შემოსევის შემდეგ. თუმცა, მშვიდობიანობის დროს ეს ტრადიცია მხოლოდ ბარბარობის დღესასწაულზე შემორჩა.