Iverioni
«    აგვისტო 2017    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
აგვისტო 2017 (3)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
მაისი 2017 (4)
აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (18)
19-06-2017, 16:30
ნანახია: 439

მამუკა გიორგაძე: ორმაგი მოქალაქეობა არ უნდა დავუშვათ!

საქართველოს   საკონსტიტუციო კომისიის მიერ  გამოქვეყნებული კონსტიტუციის პროექტში განსაკუთრებით  საგანგაშოა  მუხლი 32. პუნქტი 2 - ორმაგი მოქალაქეობის დაშვება.  

 

ამ მუხლის მიღება გამოიწვევს დემოგრაფიული ვითარების შეცვლას. ტერიტორიებოკუპირებულ  ქვეყანაში საშიშია იმ მოქალაქეთა რიცხვის ზრდა, რომლებიც სხვა, უფრო დიდი ან დაინტერესებული სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებით არიან დატვირთული. ორმაგი მოქალაქეების, მით უმეტეს, საქართველოს გარეთ მცხოვრებთა პოლიტიკური ინტერესი და მათი  მონაწილეობა საქართველოს არჩევნებში საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა სისუსტის  ფონზე სავალალო შედეგის მომტანი გახდება. საქართველოს პასპორტით ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მოქალაქეობის მსურველთა თუ ჩვენი ჩინოვნიკების მხრიდან  მრავალი ცდუნების საფუძველი გახდება!    

სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მიწის შეძენასთან დაკავშირებით ყველაზე კარგი ჩანაწერიც კი ბოლომდე ვერ მოაგვარებს პრობლემას, თუ არ აიკრძალა, ან აუცილებელ მინიმუმამდე არ დავიდა, ორმაგი  მოქალაქეობის დაკანონება. წინააღმდეგ  შემთხვეაში კანონმდებლობაში დარჩება ისეთი ხვრელები, რომლითაც შესაძლებელი გახდება  ქართული სახელმწიფოსთვის ამ დამღუპველი პროცესის  გაგრძელება - საქართველოს მოქალაქეობის  მიღების  შემდეგ მიწის შეძენა პრობლემა აღარ იქნება.

ორმაგი მოქალაქეობის დაშვება უცხოეთში მყოფ თანამემამულეებზე ზრუნვის  მოტივით ისეთივე საფრთხის შემცველია,  როგორიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე  მიწის განუკითხავი გასხვისება იმ  არგუმენტით,  რომ  სხვა ქვეყნის მოქალაქე ქართველი ჩვენგან ყურადღებას საჭიროებს.

იმ სიტუაციაში, როდესაც მიგრაციის პრობლემა კეთილდღეობაში მყოფ სახელმწიფოებსაც კი ურთულესი რისკების წინაშე აყენებს, ადვილი წარმოსადგენია რა შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს ის საქართველოსთვის. ძირითადი ნაკადი სავარაუდოდ იქნება მეზობელი რეგიონების მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჭარბმოსახლეობიანი, კულტურულად მკვეთრად განსხვავებული ქვეყნებიდან (დღევანდელი  სტატისტიკა მეტყველებს, რომ ეკონომიურად განვითარებული ქვეყნებიდან შესაძლებელია აქ ერთეულები კი არ ჩამოვიდნენ საცხოვრებლად).

ცალსახად უნდა ითქვას, რომ უცხოეთში მყოფ თანამემამულეთა უმეტესობის მდგომარეობის შემსუბუქებას ორმაგი  მოქალაქეობის დაკანონებით  (მუხლი 32)  ვერ მოვახერხებთ. ისინი გაჭირვებამ გაიყვანა საქართველოდან, არალეგალურ მდგომარეობაში არიან, მათთვის საქართველოს მოქალაქეობა არავის ჩამოურთმევია და ჩაწერილნი არიან კიდეც ამომრჩეველთა სიაშიც.

ჩვენი აზრით, მოქმედი ნორმა  (მუხლი 12 პუნქტი 2, 3) შესაძლებელს ხდის საჭიროების შემთხვევაში,  როგორც ჩვენი თანამემამულეების ინტერესების,  ასევე, ამ საკითხში  სახელმწიფო ამოცანების  ინდივიდუალურად გადაწყვეტას და, ამავდროულად, უსაფრთხოების გარემოსაც იცავს რყევებისგან.

მუხლი 12


1. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით.

2. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს მთავრობის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

3. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

სახალხო პარტია