გიორგი ტიგინაშვილი: მტყუან-მართალი უფალმა განსაჯოს!

გიორგი ტიგინაშვილი: მტყუან-მართალი უფალმა განსაჯოს!

ამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ახალგაზრდა თეოლოგის, გიორგი ტიგინაშვილის საკმაოდ ემოციური წერილი. თემის სიმძაფრიდან და აქტუალობიდან გამომდინარე, „ივერიონი“ ფეისბუქ-სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

 

„სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ველოდით და ვვარაუდობდით მეც და ჩემი მეგობრებიც – საქართველოს საპატრიარქომ, იგრძნო რა ჩემი ზიარებიდან უკანონო განყენების შემდეგ თავს დამტყდარი რეზონანსი და საზოგადოებრივი რისხვა, წამოიწყო ჩემს მიმართ მორიგი აგრესია, ანუ ფსიქოლოგიურად “შოკური თერაპიის” მცდელობა, რომელიც გულისხმობს მამა თეოდორე გიგნაძის მიმართ წარმოებულ ზეწოლას, გაუსაძლის წნეხსა და შანტაჟირებით იძულებას, რათა ზიარების თემა “გამოგონილ სიცრუედ” გასაღდეს და მე არც მეტი-არც ნაკლები “გიჟად და მატყუარად” შევირაცხო.

 

გუშინ, ქართული არხის ეთერში მამა თეოდორეს კონიუქტურის ზეწოლით ათქმევინეს რომ ზიარების თემა, თურმედა საერთოდ არც ყოფილა დღის წესრიგში და რომ ეს არის ჭორი და გაუგებარი ამბავი, რაც ჩემთვის ადამიანურად გულსაკლავი და ღირსებისშემლახავი აღმოჩნდა მოსასმენად, რადგან მანამდე, ვიდრე საჯაროდ ამას ვიტყოდი, ორჯერ შევხვდი მამა თეოდორეს ამ საკითხის გამო და ყოველდღიურ სატელეფონო საუბრებშიც იგი ძალიან წუხდა ჩემი ზიარებიდან განყენების შესახებ.

 

საპატრიარქოს ამოცანა მდგომარეობს შემდეგში: დამაპირისპირონ მამა თეოდორესთან “იმედგაცრუებისა და ღალატის” ემოციურ ნიადაგზე და თავი დაიძვრინონ პასუხისმგებლობისგან, რაც ჩემს უკანონო დასჯას ეხება.

 

ვაცხადებ შემდეგს: ადამიანური ტკივილების მიუხედავად, გაგებით ვეკიდები იმ რეალობას, რაშიც მისგან დამოუკიდებლად აღმოჩნდა ყველასათვის საყვარელი მამა თეოდორე გიგნაძე და ვუთანაგრძნობ მას იმ რეპრესიული იძულების გამო, რაც მას შეამთხვიეს. ვუგებ და არ ვბოროტდები, რადგან ვაცნობიერებ ამ მანქანების გაუსაძლის ზეწოლას, რამაც კერძოდ დაფიქსირებული და არაერთგზის ნათქვამი პოზიცია შეაცვლევინა მამა თეოდორეს. სამწუხაროა, მაგრამ ასატანი!

 

უფალმა განსაჯოს მტყუან-მართალი და პირუთვნელმა საზოგადოებამ შეაფასოს სიმართლე!

 

ვფიცავ ჩემს ერთადერთ შვილს, რომ ზიარებიდან განყენებული ვიყავი და როცა კი იგრძნეს თქვენი მხარდაჭერა ჩემდამი, აამოქმედეს მაშინვე თავიანთი სიცრუის უტიფარი არსენალი! ეს არის და ეს!..

 

“უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს”

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: