Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (8)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
5-09-2018, 11:45
ნანახია: 1105

ზაურ ნაჭყებია: არ დაუჯეროთ, გატყუებენ!

თანდათან ვრწმუნდები, რომ საქართველოში არჩევნებს ყოველგვარი აზრი ეკარგება-ხალხს უკვე აღარ აინტერესებს, ვინ იქნება მისი რჩეული სხვადასხვა არჩევით ორგანოებში, ან, თუ აინტერესებს, მხოლოდ იმ მოტივით, როცა მისი ახლობელი იყრის კენჭს და მისი გამარჯვების შემთხვევაში რაღაც სარგებელი თვითონაც მიიღოს, ხოლო რას მიიღებს მისი ფავორიტისგან საკუთრივ ქვეყანა და რამდენად შეესაბამება მისი ბეგრაუნდი კანდიდატისადმი წაყენებულ ობიექტურ მოთხოვნებს, მის ინტერესებში არ შედის.

 

თუმცა, არჩევნებისადმი საზოგადოების ნიჰილიზმს აქვს ობიექტური საფუძველი - ხალხს იმდენი უჩიჩინეს, ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი და არჩევნებზე შენს მისვლა-არმისვლას არანაირი მნიშვნელობა არა აქვსო, მართლაც დაიჯერეს, რომ ასეა. არადა, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებმა საპირისპირო შედეგი გვიჩვენა - ვერც სააკაშვილის რეჟიმის საარჩევნო ადმინისტრაციამ შეძლო არჩევნების იმ დონემდე გაყალბება,რომ ამომრჩევლის ნების იგნორირება მოეხდინა - დიახ, ოპოზიციამ გაიმარჯვა, გაიმარჯვა საზოგადოების მტკიცე ნებიდან გამომდინარე.

 

ანუ, 2012 წლის არჩევნების შედეგებით აშკარად დადასტურდა, რომ არჩევნების ბედს ხელისუფლება და მისი ადმინისტრაციული რესურსი კი არა, ხალხის მტკიცე ნება წყვეტს!

 

დადასტურდა ისიც, რომ ხალხის არჩევანს წინ ვერაფერი დაუდგება და მას ანგარიშს „ძლიერნი არა ქვეყნისანიც“ უწევენ...

 

მაშ, რატომაა ასეთი უინტერესობა და ნიჰილიზმი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისადმი?

 

აქაც ე.წ. „უხილავმა ხელმა“ იმუშავა - ხალხს ჩასჩიჩინებენ, რომ პრეზიდენტს არანაირი უფლებები არა აქვს და აქედან გამომდინარე, სულერთია, ვის ჩაუყრიან ხმებს საარჩევნო ყუთში-დავით ბაქრაძეს, გრიგოლ ვაშაძეს, მის უდიდებულესობას „გირჩს“ თუ სალომე ზურაბიშვილს!

 

არა, ბატონებო და ქალბატონებო: პრეზიდენტს, თუნდაც შეკვეცილი უფლებებით იმდენი შეუძლია, რამდენიც საჭიროა საქართველოს სწორ რელსებზე დასაყენებლად, როგორც შიდა, ისე საგარეო ურთიერთობებში (ასეთი დასახელებულ კანდიდატებს შორის მხოლოდ თეიმურაზ შაშიაშვილია), გაფუჭებით კი იმდენის გაფუჭება, რომ მერე მის დალაგებას საერთო-სახალხო რევოლუცია და „დაწურული“ ადამიანების თავგანწირვაც კი ვერ უშველის.

 

დიახ, მომავალი პრეზიდენტის არჩევა ერისთვის პრინციპული საკითხია, იმდენად პრინციპული, რომ მასზე მთლიანად იქნება დამოკიდებული 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიც. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატების არჩევის შემთხვევაში ქვეყანას ახალი თავსატეხი გაუჩნდება და ყოველგვარ არჩევნებსაც აზრი დაეკარგება. ეს ჩემი პირადი აზრია და არა მგონია ვცდებოდე!

 

დიახ, დიახ, თუ დესტრუქციულ პიროვნებებს მივცემთ საპრეზიდენტო სავარძელში დასკუპების უფლებას, ისინი სიმშვიდის და სახელისუფლებო შტოების დაბალანსების გარანტი კი არ იქნებიან, არამედ, თავიანთი დესტრუქციული ქმედებებით მტრის წისქვილზე დაასხამენ წყალს და ქვეყანასაც წირვას გამოუყვანენ.

 

ასე, რომ, ნუ უყურებთ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ასეთი ნიჰილიზმითა და სრული უინტერესობით -პირიქით, სწორედ ეს არჩევნები წყვეტს, რა ორიენტირს ირჩევს ქვეყანა.

 

კიდევ ერთი სიმპტომი, რამაც ძალიან შემაშინა და დამაფიქრა, ახალგაზრდა თაობის არჩევნებისადმი სრული ინდიფერენტიზმი და გულცივობაა-მათ საერთოდ არ აინტერესებთ, არა მარტო პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, არამედ, ზოგადად პოლიტიკა. არადა, სწორი, დაბალანსებული პოლიტიკის გარეშე სახელმწიფოს მართვა შეუძლებელია, ხოლო, როცა ახალგაზრდებს საერთოდ არ აინტერესებთ პოლიტიკა, ეს ფრიად საგანგაშო სიგნალია საქართველოს პერსპექტივისთვის. ამჯერად მე სახელმწიფოს მშენებლობის პოლიტიკაზე ვსაუბრობ და არა იმ ბინძურ პოლიტიკაზე, რაც თითქმის სამი ათეული წელია ბოგინობს საქართველოში!

 

და ბოლოს: იმასაც თამამად ვიტყვი, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები არსებითად წყვეტს საქართველოს მომავალს. ყველაფერი ამომრჩევლის მონდომებაზე და მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. დასახელებულ კანდიდატებს შორის მე ჩემი ფავორიტი მყავს თეიმურაზ შაშიაშვილის სახით, რომელსაც ჯერჯერობით ობიექტური ნაკლი ვერ მოუძებნეს, გარდა იმისა, რომ შევარდნაძის დროინდელი მერი და გუბერნატორია.

 

დანარჩენს მომდევნო სტატუსებში ვიტყვი...