Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
17-05-2019, 14:53
ნანახია: 171

ზაურ ნაჭყებია: აღვირახსნილობას არ უნდა შევეგუოთ, მაგრამ, ძეშეცდომილთა ჩაქოლვის მომხრე ნამდვილად არა ვარ!

მძულს ცოდვა, მაგრამ, გულწრფელად მეცოდებიან ცოდვის კუპრში ჩაძირული ადამიანები - ისინი თავიანთი ცხოვრების წესით ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ ილაშქრებენ - უარს ამბობენ უფლის მიერ დადგენილი შეუვალი ნორმების მორჩილებაზე და საზოგადოების უმრავლესობის რისხვას იმსახურებენ!

 

არ შეიძლება გვიყვარდეს ჰომოსექსუალი, ლესბოსელი, ტრანსგენდერი, რადგან მათ ადამიანის სახე დაკარგეს და უფლისგან უპატიებელი ცოდვის მორევში ჩაიძირნენ, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, მათ არსებობის უფლება ავუკრძალოთ - ვინც ისინი ამ სამყაროში მოავლინა, სასჯელის ზომის განსაზღვრაც მას ეკუთვნის! 

 

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ეპოქამ იატაკქვეშეთიდან ამოიყვანა ლგბტ-ს წარმომადგენლები და ამ პროცესმა წინა საუკუნეებისთვის უჩვეულო მასშტაბური ხასიათი მიიღო, ისინი ყველა დროსა და ყველა ეპოქაში იყვნენ. თუმცა, საკუთარი გადახრების დემონსტრირებას საჯაროდ ვერ ბედავდნენ.

 

მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში, ცალკეულ ადამიანებზე (მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებზე და ხელოვნების წარმომადგენლებზე), იტყოდნენ: „ეს პიდარასტიაო“, რაც საზოგადოებაში ბუნებრივ ანტიპათიას იწვევდა.

 

რაც შეეხება ლესბოსელებს, ამ კატეგორიის გადახრაზე საუბარი ცოტა მოგვიანებით დაიწყო, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, ადრეულ წლებშიც ქალს ქალის მიმართ სექსუალური ლტოლვა არ ჰქონდა - უბრალოდ, ასეთ თემები ,საბჭოთა იდეოლოგიის წყალობით, როგორც იტყვიან, ტაბუდადებული იყო.

 

მახსენდება გასული საუკუნის 90-იანი წლები. ჩემთან სახლში მეშვიდე თუ მერვეკლასელი მეზობლის გოგონა ტირილით შემოვარდა და მამამისს უმტკიცებდა, რომ მოპირდაპირე კორპუსის აივნიდან მეათეკლასელი გოგო მას სიყვარულს სხვადასხვა ჟესტებით უხსნიდა... იმასაც ამბობდა, რომ მოსვენებას არც სკოლაში აძლევდა - აჩრდილივით თან დაყვებოდა. აღმოჩნდა, რომ ამის თაობაზე (საკუთარი შვილის სექსუალურ გადახრაზე) მისმა მშობლებმაც იცოდნენ, მაგრამ, ვერ გარკვეულიყვნენ, რა მოეფიქრებინათ. მაშინ ეს ერთგვარი შოკი იყო პირადად ჩემთვის...

 

დღეს ქალის მხრიდან ქალისადმი სექსუალური ლტოლვა უკვე აღარავის უკვირს - პირიქით, ხშირად ბავშვობის მეგობრებშიც კი ეძებენ სექსუალურ პარტნიორებს. ბევრს ერთნაირი სქესის წარმომადგენელთა ზედმეტი სიახლოვეც კი დაეჭვების საფუძველს აძლევს!

 

ზოგს ასეთი ანომალიები მაინცდამაინც არ უკვირს და ამტკიცებს, რომ ჰომოსექსუალები და ლესბოსელები არც ადრეულ ეპოქებშიც აკლდა კაცობრიობას, მაგრამ, საკუთარი სახე ანტიმართლმადიდებელი ძალების მხარდაჭერით (რაშიც დიდი კაპიტალიც იხარჯება) ახლა გამოაჩინეს. თუმცა, არა მარტო გამოაჩინეს, გეი აღლუმების ჩატარებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და ასეთ წყვილებზე შვილის აყვანის უფლების მინიჭებასაც ითხოვენ!

 

სხვა რა არის ეს, თუ არა სოდომ-გომორი, რომელიც წარღვნით ემუქრება კაცობრიობას?! ეს ისეთი თემაა, როცა ნაკლებად მუშაობს ცნობილი გამოთქმა „ყველამ საკუთარ მამიდას მიხედოს“, თუმცა, ჩვენ ჩვენს „მამიდას“ რომ უნდა მივხედოთ, საკამათო არ უნდა იყოს!

 

ლგბტ-ს მომხრეებისა და მათი მხარდამჭერების აღვირახსნილი კამპანია გვაფიქრებინებს, რომ ისინი ყველაფერზე წამსვლელნი არიან, თუ ჩვენ, ტრადიციული ღირებულებების მიმდევარნი მტკიცედ არ დავუდექით - თუმცა, მტკიცედ დადგომა ცოდვაში ჩაძირულების ჩაქოლვას არ უნდა ნიშნავდეს - საბოლოო ვერდიქტის გამოტანის ექსკლუზიური უფლება უფალს ეკუთვნის და მას უნდა მივანდოთ. ჩვენ, ჩვენი მხრივ, უნდა ვაგრძნობინოთ, რომ წმინდა მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ერი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და გეი აღლუმების ჩატარებას დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე არ დაუშვებს!

 

ამ მხრივ ფრიად კეთილშობილური და გონივრულია საქართველოს პატრიარქის ინიციატივა 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ დაწესების შესახებ. ტრადიციული ოჯახი, რომელიც სახელმწიფოს ფუნდამენტია (მტკიცე ბალავარია), ვიდრე თავის ბუნებრივ ფუნქციას არ დაკარგავს, ლგბტ-ს მცირერიცხოვანი მიმდევრები და მათი მხარდამჭერები სახელმწიფოს საძირკველს ვერ შეარყევენ!

 

დღეს ქართული ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეა. გილოცავთ!

 

მტკიცედ ვაცხადებ, რომ რუსთაველზე გეი-აღლუმი არ უნდა ჩატარდეს, თუმცა, არც გადაჭარბებული აგრესიისა და ძეშეცდომილთა ჩაქოლვის მომხრე ვარ, რადგან, ცოდვას ზეაგრესიითა და ახალი ცოდვით (მათი ჩაქოლვით) ვერ ამოვძირკვავთ!

 

ისინი ისედაც ცოდვის კუპრში არიან ჩაძირულნი და უფლისგან სასტიკი სასჯელი ელოდებათ!!!

 

ისიც გავითვალისწინოთ , რომ ზოგისთვის ეს არაბუნებრივი გადახრა თანდაყოლილი მძიმე ჯვარია, ზოგიც, ეშმას შეცდენილი და ბრმა მიმდევარია.

 

ჩვენ მათი დამარცხება მხოლოდ ცოდვაზე უარის თქმით (და არა ცოდვილთა ჩაქოლვით) და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობით შეგვიძლია.

 

მშვიდობიან დღეს გისურვებთ!