კვირადღე ჭირთამძლეველ საპატრიარქოში

კვირადღე ჭირთამძლეველ საპატრიარქოში

2 ივნისის კვირადღეა. საპატრიარქოს აგურის გალავანს მოვუყვები მტკვრის დინების საწინააღმდეგოდ. გამოვცდები „მშვიდობის ხიდს“, რომელიც დრაკონის ტიპიური ჩონჩხია მეზოზოური ერიდან. პირჯვარის გარდასახვით ჩავუვლი ხოლმე რკინის კარკასია მახინას, ავთვალივით რომ აღმოუცენეს „ნაციონალებმა“ ჭირთამძლეველ საპატრიარქოს, მის უწმინდესობას, მაგრამ მტერის ჯინაზე ურყევად დგანან მაინცდგას, ვითარცა ძელქვანი.

 

საპატრიარქოში წლების წინათ მოვხვდები ნეტარხსენებული თამაზ წივწივაძის რეკომენდაციით. მზეუხვ აივანზე შემომეგებება ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი. თავაზიანადშემიძღვება კაბინეთში. მასაუბრებს დასავლეთ საქართველოს აწეწილ ამბებზე. მადლიერებით დაიტოვებს პატრიარქისთვის საჩუქრად მიტანილ გამოცემებს. 9 აპრილი გვარიანი ხნის გარდახდილია, მაგრამ იმ ავბედით ღამეს მის უწმინდესობასა და ზვიად გამსახურდიას შორის გამართული დიალოგი მიტრიალებს გონებაში სულ: 

 

- მართლა გვესვრიან?

 

და პასუხად:

 

- შეიძლება გვესროლონ!

 

მას შემდეგ მეჩვენება - ლამის საუკუნე ჩავლილა. რატომღაც ერთი გამოცემა ამომიტივტივდება თავში - მწერლებისა და პუბლიცისტების, სასიქადული მამულიშვილების - ზაურ ნაჭყებიასა  და ლაშა გვასალიას მონუმენტური წიგნი-ეპისტოლე „ჩემი პატრიარქი“. ამ პროექტში 211 ავტორი მონაწილეობს, რომლებიც აურწყავი სიყვარულით ეთაყვანებიან მის უდიდებულესობას და მათ შორის რიგით 23-მე მეც ვარ.

 

 

„საქრისტიანოს ფარსა

და მახვილს!

 

პირჯვარის გარდასახვა უმთავრესი ფარი და მახვილია მართლმადიდებელი საქართველოისა. აი, მაგალითად, უცხო ადამიანებით გარემოცული, საკულტო ნაგებობის გამოჩენისას, დანდობილად აღასრულებ მას და საკუთარი თავის განშიშვლებით ზედმიწევნით ამხელ გარშემო მყოფთაც - ვინ ვინ არის, ვინ რითი სუნთქავს, რა სულიერი ფასეულობის მატარებელია - ბოროტია თუ კეთილი, ცაბაოთის მეციხოვნეა თუ ბელზებლის უდღეური მონა.

 

ჩვენი საწუთროსათვის, დიახაც, პირჯვარის გარდასახვის ტოლფარდია თქვნი პიროვნება, მოძღვარო, რომელიც მოსავლის მომკის შემდეგ განარჩევს იფქლისაგან ღვარძლს.

 

ასეთი მისია მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და იოტითაც ვერ წააბორძიკებენ მის ერს, სანამ მსგავსი მწყემსი ეყოლება.

 

იმზეგრძელეთ აწ და მარადის!

 

და კიდევ ერთიც: მოზღვავებულ განცდათა შემჭიდროებამ ლექსად ააკრიალოსნა ქვემორე სტრიქონებიც, ოდენ წვეთი რომ გახლავთ იმ ოკეანესთან შედარებით, თქვენი სულიერი სალარო რომ აღმოაბრწყენს საჩვენბედოდ უკუნითი უკუნისამდე.

 

მუშგუ ლადეღ სი

 

მისი უწმინდესობის ილია II

ვედრება სრულიად 

საქართველოსთვის 

 

ნიკოფსიიდან დარუბანდამდის,

სვანურ კოშკებით ზეცა ნალესი,

დოლაბის ქვებად გულზე გარდამდის,

ჩემი დღენი შენ - მიშგუ ლადეღ სი.

 

ზეცა მიჭირავს ეკლესიებით,

ქარებს მოდენის მძლავრი არესი,

საბედიანოვ, მეკვნესიები,

ჩემი დღენი შენ - მიშგუ ლადეღ სი.

 

იმერეთის მზე, ქართლის სარო ცა,

მესხეთ-გურია ლექსად ნაკვესი...

გამოურია ცრემლი სალოცად,

ჩემი დღენი შენ - მიშგუ ლადეღ სი.

 

სამეგრელოთი, ნაღდი კახეთით,

გარდახდილია ბნელი ჰადესი,

აჭარა-ცხუმის გარდასახედით,

ჩემი დღენი შენ - მიშგუ ლადეღ სი.

 

აღმოსავლეთით ისევ ინათა,

გაქრნენ მთიები ცაზე ნათესი,

ხოჩა ძეთა და ხოჩა დინათა

საქართველოა - მიშგუ ლადეღ სი.

 

ამნაირად შევეხმიანები მის უწმინდესობას რვა წლის წინათ.

 

შემდეგ, 2017-ში, უნიკალურ გამოცემას ვაახლებ მათი დაცვის სამსახურს - მონუმენტირ „მეგრული პოეზიის ანთოლოგიას“. მოწვეული გყავდა მისი უწმინდესობა წიგნის პრეზენტაციაზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, სადაც დასახელებულ გამოცემა უმაღლესდონეზე შეფასდა. აქ, ამ, მაღალ ტრიბუნიდან, პირველად გაჟღერდა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძისგან, რომ თავდაპირველად იყო კოლხური სიტყვა „კოვ“, რომლისგან ტრასფორმირდა მოგვიანებით ქართული „ტყავი“. 

 

 

ამ ანთოლოგიის შესავალში მოშველიებულია მისი უწმინდესობის წარუშლელი სიტყვები ერთ-ერთ მეგრულ სიმღერაზე: „თქვენ მეგრელებს ერთი დიდებული სიმღერა გაქვთ, რომლის ბადალს ძნელად იპოვით არათუ ეთნოგრაფიულ მეზობლობაში, არამედ - თვით მსოფლიო ფოლკლორშიც კი და იცით რომელია? „ვაგიყოქო მა, ვამორწონქო მა, იშენ ქუგორლუაფუდა სქანი ჭირი მა“, (არ გიყვარვარ მე, არ მოგწონვარ მე, მაინც (მაინც) შემოგევლე, შენი ჭირი მე), ეს უკანასკნელი სიტყვები ინფორმატორი ლაშა გვასალიას წრმუნებით ქვეყნის სულიერ მოძღვარს მეგრული ინტონაციისათვის დამახასიათებელი შტრიხებით წარმოუთქვამს და იქვე დაუმატებია: „სხვებთან აღებ-მიცემობაა უკლებლივ: „მომნიტეხე მჭადი, მოგიტყეხავ ყველსა“, ან „ღორო, მომეც ჯაგარი, დავგრეხ თოკსა, ბაწარსა“ და ასე შემდეგ. მხოლოდ ამ მეგრულ ლექსშია გატარებული დიადი მემსხვერპლეობა, ზოგადკაცობრიული ალტრუიზმის ქართული ტრადიციული ხელწერა - ცოტნეს რომ ახასიათებს, პროფესორ იოსებ ჟორდანიას, ფორე მოსულიშვილს, გია აბესაძეს, ასებს და ათასებს“. 

 

წარუშლელი იყი აკადემიკოსების, ბატონების - როინ მეტრეველის, ავთანდილ არაბულის გამოსვლები. პირველმა საქართველოს ენობრივი ბალავრის გაჯანსაღება უწოდა „მეგრული პოეზიის ანთილოგიის“ გამოჩენას ცისქვეშეთში, და გამოთქვა სურვილი ამთავითვე გვეზრუნა სრულიად ქართლოსიანთა სიტყვიერების ერთ წიგნში თავმოსაყრელად - სვანურ-მეგრულ-ლაზური მარგალიტების დაბინავებისაკენ ზოგადეროვნულ საგანძურში ქართულის მოთავეობით. 

 

 

 

 

 

სამახსორო გახლდათ ავთანდილ არაბულის კვალიფიციური საუბარი ქართველურ ენათა (ქართლურ-სვანურ-მეგრულ-ლაზურ) სინთერზური განმატებითი ლექსიკონის შექმნის აუცილებლობაზე, რიმლის მიხედვით „სამშობლოს“, „მამულის“, „საბადისის“ სინონიმად წარმოჩინდებოდა სვანური „გიმ“ და „ლარდა“, ლაზური „დობადონა“, მეგრული, „ობადიში“, „ოდაბადე“ და„შუროიბუმუ“.

 

ახლა კი, აგერ, გამოვმცდარვარ დრაკონის კონტურებს მტკვარზე, ე. წ. „მშვიდობის ხიდის“ სახელით რომ აჩონჩხილა საპატრიარქოს მისადგომებთან მისი ბალავრის მოსარყევლად. მობილურით დათქმულის შესატყვისად საპატრიარქოს  ეზოში  ქალბატონი ცისანა შარტავა მელოდება - საქართველოს ეროვნული გმირის უმრწემესი დაია. რამდენიმეგზის შევხმიანებივარ და დღემდე ვერაფრით მომიხერხებია მისთვისაც და სრულიად საქართველოსთვისაც საინტერესო ინფორმაცია გადაცემა  აფხაზეთის ინსპირერბულ ძმათამკვლელ ომს ზვარაკად შეწირულ ღვიძლზე.

 

გამოვცდების დაცვის ცერემონიალებს. მაკვალიანებენ ზორბა ბიჭები. ავედევნები შენობის კედელს და ცოცხალ სამოთხის ბაღში შევაბიჯებ. ჯერ შუადღემდეშორხანია. ისმის ჩიტების გასაოცარი სტვენა. აქეთკენ შემოხეტებულს თხელლ-თხელ ქალბატონი მომაჩერდება კითხვით.

 

ვეტყვი ვისკენაცგამოვშურებულვარ.

 

სკამმერხზე მიმითითებს.

 

თავაზიანად მომაცილებს იქამდე.

 

მომეგებება სრული მანდილოსანი, უტყუარი კოლხური სახის კონტურებითა და რაღაცნაირად კაეშნიანი დიდრონი თვალებით.

 

ვსხედვართ გვერდიგვერდ. ჯერ „მეგრული პოეზიის ანთოლოგიას“ ვუსახსოვრებ (დამფინანსებლები - ზუგდიდის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის აღმაშენებლები, ბატონები - სულხან პაპაშვილი და ომარ ღურწკაია). ვანახებ პატრიარქის სიტყვას მეგრულ სიმღერაზე. მერმე ახალგამოცემულ ჩემს ორ რომანს ვუწვდი სათითაოდ - „სიცოცხლემისჯილს“ და „როკის“. პირველის სათაური განსაკუთრებულად მოხიბლავს ქალბატონ ცისანას. ვეტყვი, 37 წელია ვწერდი ერთს და  მეორეს - 20-მეთქი. გაიოცებს, მზერაგაფანტული; თანაც თეზისურად ვუხსნი „ცნობიერების ნაკადის“ ნიუანსებს, რითაც ნიშანდობლივია ქართულ ბელეტრისტიკაში ჩემი მოკრძალებული მწერლური ხელწერა. 

 

მხოლოდ ამის შემდეგ გადავცემ ფაილში მოთავსებული მასლას - „როგორ იყო ეს (ყველაფერი). მოგვითხრობენ ყაბარდოელები“. საბუთს ხელს აწერს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობის შტურმით ამღები 27 ბოევიკი: არტურ კარმაკოვი, მურად შაროვი, ანატოლ მიხაილევი, აზამატ ხაგაჯაევი, ახმედ პშეუნოვი, ანზორ პსოუნოვი, ასლან აბაევი, ასლან ბალყაროვი, ალი ჩერქეზი, უალიი უნაჟოკოვი, ჰასანბეი ბლიაშევი, ასლან ბეკოვი, ანზორ ბეკოვი, ანზორ ტამირკანოვი,  ყაზბეგ მეჟაევი, ვალერი ამარისოვი, ბაშირ ხამიკოვი, ულთან ალაკაევი, ანზორ შარდანოვი, ვალერი კუპატოვი, მარტინ ბაზიევი, მარშენოვი, ბატირ საბანჩიევი, ანზორ მახოვი, სომეხი ვართანი და აფხაზი არძინბა. პარადოქსია: ჩემი ეპიკური პოემა „ოდოიას“ მიხედვით  3300 წლის წინათ საერთო მტრის - არიული ტალღის წინააღმდეგ გვერდიგვერდ იბრძვიან ტროელი პელაზგები, ჩერქეზები,  ჩეჩნები, ინგუშები, ყაბარდოელები,  აფხაზები, ოსები - ზოგადად ნართები და ჰალიძონები (ხალიბები) ანუ პან-კავკასიელები, იგივე პროტო-იბერიელები, ენქის რასა და აი, ოდესღაც ძმები სამი ათასწლეულის შემდეგ ყელებს ვჭრით ერთმანეთს.

 

ცრემლს ვერ შეიკავებს ქალბატონი ცისანა. ვიცნობდი მის ყირმიზ დედ-მამას - ქალბატონ ფენია (ნინო) დანელიას და ბატონ კალისტრატე (ჟორჟ) შარტავას - მათაც ასე მოსდიოდათ ჟიულის ხსენებაზე. ნიკაპათრთოლებულები წუხდნენ, რომ მათი ვაჟკაცის დაღუპვის სურათი დღემდე ვერაფრით დადგენილა. ყაბარდოელების წერილში კი გარკვევითაა მითითებული, თუ როგორ გადასცეს მათ სამხედრო ტყვეები აფხაზებს. იქ ერთი ავღანელი პატიმარიცაა დასახელებული - მერაბი, რომელსაც ხელში რგოლმოგლეჯილი „ლიმონკა“ უკავია და სიკვდილს იხვეწება, რადგანაც მართლმადიდებლური რელიგია უკრძალავს თვითმკვლელობას. ეს პიროვნება შემდგომში ჩემი რომანის გმირი ხდება, კვეკვე ანთარიას გვარ-სახელით, მშობიარობისას მიღებული ტრავმის გამო ზრდაშეჩერებული ხეიბარი გოგო რიუკზაკით რომ მოუკიდებია ზურგზე, სამაგიეროდ - გენიოსი, პოლიგლოტი, ფსოუდან სოხუმამდე საზიდრით მგზავრობისას რომ შეისწავლის აფხაზურ ენას და მათებურად გაჰკივის: მე აფხაზი თარია ვარ. ამან ამომათრია ცეცხლწაკიდებული სახლიდან. ამან გადამარჩინა აშკარა სიკვდილისაგან ბეტეერით ფეხებდჩეჩქვილიო. 

 

მეორე წერილს ვუწვდი ცრემლით სახედასერილ ქალბატონ ცისანას. ის სათნოების განსახიარებაა დღესაც. ადრე კი „შიდსის“ ცენტრს ხელმძღვანელობდა თურმე და მხოლოდ  1993 წლის 27 სექტემბრის შემდეგ შეუტყვიათ ხელქვეითებს, რომ მათი უფროსი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ღვიძლი და ყოფილა. ნათქვამია, იქ სადაც ძმის უბედურების გამო დის ცრემლი დაეწვეთება, ბალახი შვიდ წელიწადს არ ამოდისო. ვხედავ, წერილის არც წაკითხვის თავი აქვს და აღარც - მოსმენისა. მისი მდგომარეობით ერთიანად შეძრული ფურცლებს უაზროდ ვაფრიალებ; ეს წერილი წლების წინათ გამომიქვეყნებია ვახტანგ ხარჩილავას „მართალ გაზეთში“. პუბლიკაციის მიხედვით ნეტარხსენებული ჟიული ერთობ მოკრძალებულია საკუთარ თავზე: „დასაფასებელია ყველა, ვინც ნებისმიერ პერიოდში, განსაკუთრებით რთულ პერიოდში, აკეთებდა ერისთვის, ხალხისთვის საჭირო საქმეს - ვარ ერთი ქართველი კაცი და მინდა ვაკეთო ის, რაც მე შემიძლია და რაც მსურს წესიერებისა და კანონიერების ფარგლებში“. 

 

ახლა ინებეთ ბატონი ჟიულის პიროვნების ჩემეული ინტერპრეტაციაც: „ცოტნე რასაც აკეთებს ამაღლებული საქციელია თავისთავად, მაგრამ სხვა მომენტზე ვამახვილებ ყურადღებას, როდესაც შენი ქვეყნის მომავალი წყდება, მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი იურიდიულად. შენ შეიძლება წახვიდე და მაინც გმირად დარჩე. ვერავინ გისაყვედურებს, ვინაიდან სულ ბოლოს სტოვებ ციტადელს, მაგრამ სამშობლოს კონსტიტუციური საძირკველი რომ არ მოეშალოს, სიკვდილოზე განგებ მიდიხარ, რათა მსოფლიოს წინაშე დროსა და სივრცეში შეურყევლად დააფუძნო შენი მამულის უტყუარი სუფევა“. 

 

 

 

 

და მეორეგან: „ქართულ-აფხაზურმა კონფლიქტმა, მიუხედავად უამრავი ბატალიისა, დამაჯერებელი, სამართლიანი გმირი ვერაფრით წარმოშვა, ვინაიდან ძმებს შორის გამარჯვებული შეუძლებელია გმირად ეკურთხოს... აფხაზურ-ქართულ კონფლიქტში გამონაკლისი ერთადერთია და ესეც - ჟიული შარტავა, ვინაიდან ამ ნეტარხსენებულმა, როგორც აფხაზი,  ისე ქართველი ხალხებისთვის  არ დაუშვა საზიარიო სამშობლოს მიწასთან გასწორება.  ჟიული შარტავამ წარბშეუხრელად მიიღო ქართველ-აფხაზთა საერთო მამულის დამანგრეველი ძალის ვიბრაცია და იდეაში ორივე ეთნოსს შეუნარჩუნა გაუბზარავადდედულ-მამული“.

 

ვერ ვუკითხავ ამეებს ქალბატონ ცისანას, ვინაიდან ერთიანად ცახცახებს, თრთის ვერხვის ფოთილივით და ანგარიშმიუცემლად მართმევს ფაილში მიბრუნებულ წერილებს.

 

ტანმორჩილი ბერი გვიახლოვდება. აფხაზეთიდან ყოფილა, გვარად მახარაშვილი. ხმელხმელი და ყირმიზი დედა ელენეც მოგვეახლება. ვატყობ, ქალბატონ ცისანას დროებით განმარტოება ურჩევნია და ვინმე მიხა არაბულის მოსანახულებლად მაქეზებს, რომელსაც თავისი ხელით გამოუქვაბავს კლდე, იქ ორ ათეულზე მეტი წელი უცხოვრია და ასე განწმენდილი საოპერაციოდ ჩამოუყვანია პატრიარქს. 

 

ფეხდაფეხ მივყვები დედა ელენეს. მიხა არაბული ლოგინზე ჩამომჯდარი დაგვიხვდება. ეტყობა უროლოგიური პრობლემები აწუხებს. გამოვეცნაურებით ერთმანეთს.  ჩამოვუთვლი ჩინებულ არაბულებს - აკადემიკოს ავთანდილს, პროფესორ გიორგის, პოეტებს - შაბურას, მიშას, ბაღათერს, კობას. „ამას დიდებული ქირურგი ძმა ჰყავდაო“ მეტყვის. გავახსენებ სიტყვა „თოლის“, რომელიც მხილოდ ხევსურეთსა და სამეგრელოში შეესატყვისება მხედველობის ორგანო თვალს. გადავწვდები ანატორის აკლდამებში ძრომიალს. ორ დღეში ოპერაციას გაუკეთებენ და ვისაუბრებთ მერმე გაცილებით მეტს, ასე შევთანხმდებით მხარზე ამბორყოფით.

 

ისევ წინ მიმიძღვის დედა ელენე. ვხედავ ბაღში ყველა ფეხზე წამოშლილა, ბერი  ლაზარეც (მახარაშვილი), ცისანა ექიმიც, დაცვის ბიჭებიც, მეეზოვე-დამლაგებლი ქალბიც. თითოეული შორიახლოდან უმზერს წალკოტში დასასვენებლად გამოსულ უნეტარესს, რომელიც მერხზე მოკალათებულა უკვე და შუადღის აურათი გარემოსილი ოქროცურვილშია ერთიანად ამოვლებული.

 

ვკითხავ ქალბატონ ცისანას, დამრთავენ უფლებას პატრიარქს მუხლებზე ვემთხვიო-მეთქი.

 

თავად მიუახლოვდება და ჰკითხავს.

 

დასტურს მიიღებს როგორც დაცვის ბიჭებისაგან, ისე მისგანაც და მეც ეგრევე მივაშურებ უნეტარესის სათაყვანებელ პოზას - ფირსაკრავის მემბრანასავით მხრისკენ გადაღერებულ ყელს ტარიელ ჭანტურიასებურად. არ მინდა იოტისოდნად შეირხეს. ორივე მუხლზე დავეშვები და ხარბად  დავუკოცნი ანაფორიდან ამობურცულ კვერისთავებს, ხელებს. გარინდულია მოძღვართ მოძღვარი, ბენ ბენი ჩვენი ცნობიერი ყოფისა.

 

ანთოლოგია-მეთქი და მომართმევენ ხელად. აღელვებული ვეძებ სასურველ ფრაზას, როგორღაც მივაგნებ 5-6-ე გვერდებზე განთავსებულს. ვკითხულობ ხმააწეულად. მისმენს, მისმენს გაცისკროვნებული ღიმილით, მარცხენა მხრისკენ თავგადაწეული. შორსმზირალი თვალებით მიწას დაშტერებია. დავამთავრებ კითხვას და მცირეოდენი პაუზის მერე იტყვის: კარგად მითქვამსო. 

 

წიგნს რომელიღაცა მართმევს. მე ერათიანად არეული ვარ და ამეებს ვერ ვაკონტროლებ. მუხლებში სისუტე მერევა. მისდაუნებურად  მოპირდაპირე მერხზე გადმოვჯდები. იქიდან ვეტყველებ, რომ სამღვდელოების პირის შვილიშვილი ვარ. ბაბუაჩემი ბიქტორ ფეტელავა მოხალისედ წასულა რუსეთ-გერმანიის ომში ცხრაას თითხმეტში. ბესარაბიაში დისლოცირებულს ფერშლობა შეუსწავლია, მაგრამ რელიგიურ რუტუალებს ყოველთვის აღასრულებდა შინ. 

 

მოვუყვები ახალ პროექტზე, რომლისთვის 2 წელი შემიწირავს - „იბერიული პოეზიის ანთოლოგიაზე“. აკადემიაში „მეგრული პოეზიის ანთოლოგიის“ პრეზერნტაციამ რომ დაბადა ფატობრივად. ეს 1008-1008 გვერდიანი ორტომეული სრულფასოვნად მოიცავს ქართლოსიანთა სულიერ სალაროებს - საკუთრივ ქართულს, სვანურს, მეგრულს და ლაზურს თარგმანების. 

 

ვუყვები, რომ ანთოლოგიაში ორასამდე პოეტი იბეჭდება, როგროც მცირე ზომის ლექსებით, ისე პოემებით, სრულად, „ვეფხისტყაოსნის“ მესვეურობით. აქ არ არის დანაწევრება: ეს მწერალთა კავშირის წევრია, ის მწერალთა ეროვნული აკადემიის ბინარი, ეგიც კიდევ „საბას“ პრემიით გალაღებული. იბეჭდება ყველა, ვინც ესთეტრიკური მართლზომიერებითაა არწყული.

 

 რომ „ანთოლოგია“ უკვე მზადაა ელგუჯა ამაშუკელის ვეფხისა და მოყმის სპულტურის რეპოდუქციით შესამოსად, რათა ხურჯინის ორივე თვალში განთავსდეს პროექტის კვალობაზე და წარუშლელ მზითევ-საგანძურად მიერთვას მთელს მსოფლიოს მოდებულ ჩვენს თვისტომს.

 

კარზე მომდგარი მწერალთა XXV ყრილობაზე, საერთოდ, მწერლობის სავალალო ვითარებაზე დასმულ შეკითხვას გასაოცრი გამჭრიახობით უპასუხებს მისი უწმინდესობა:

 

- თქვენ, ეროვნულ მწერლებს, თავმჯდომარედ წარმატებული მწერალი კი არა, წარმატებული მწიგნობარ-მენეჯერი გჭირდებათ, დაახლოებით ისეთი, როგორიც დიაგნოსტიკის ცენტრის დირექტორი, ცხონებული აკადემიკოს ფრიდონ თოდუა იყო. კარგია საბიუჯეტო უზრუნველყოფა; კარგია, როცა საამისოდ მთავრობა ზრუნავს თავისი შემოქმედი ხალხისათვის, მაგრამ სიცოცხლისნარიანობა თუ გსურს, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლადაც უნდა შეგეძლოს საშვილიშვილო საქმეების წარმართვა, საინტერესო პროექტებს უნდა სთავაზობდე ადგილობრივ თუ უცხოელ ბიზნესმენებს და ამ გზით მოპოვებული სახსრებით წარმატებით გადალახავდე ნებისმიერი სირთულის ამოცანას. 

 

იტყვის ამას და თავს ასწევს მადლიერი ღიმილით. ეს მიბიძგებს კვალავაც მივესწრაფო მის მიხლებს, კვლავაც დავუჩოქო, კვლავ დავუკოცნო ხელები. ბილოს მარცხენა მხარზე ვეამბორები ყელის წაწვდენით. უნეტარესი ვერ მიუხვდება ჩემს საწადელს და სახეს წამოსწევს ჩემსკენ, მაგრამ მე მარცხენა მხარზე ამბორყოფას რომ მივეძალები, მოეშვება, თან ჩემს ქმედებას ამნაირი სიტყვებით ვაკომენტარებ: 

 

- მეუფევ, პაპაჩემი მეტყოდა, ყველა ადამიანს მარჯვენა მხარზე ღმერთი აზისო... - აქ, „ანგელოზიო“, შემისწორებს ნეტარი. მივიღებ ამ შენიშვნას. - ჰო, ანგელოზი აზის მარჯვენა მხარზე - და გავაგრძელებ, - ხოლო მარცხენაზე - ვილანდი, ეშმაკეული ძალა. როცა ერთი ადამიანი მეორეს ეამბორება მარჯვენა მხარზე, ანგელოზისეულ ძალას გადასცემს მას, მაცილისეულს კი განაშორებს, განაძევებს მისგან და ამგვარად დადებითი ენერგიით აწონასწოირებს სამუდმისოდ.

 

- პირველად მესმის ამისთანაო, - ამოთქვამს მისუსტებული ხმით.

 

ვატყობ, რომ ზედმეტად ვსარგებლობ მისვენების მისეული დროით და ეგრევე წამოვიმართები. 

 

- თუ მომეცემა საშუალება, გამოვიტან წიგნებს საპატრიარქოში, ერთსაც და მეორესაც-მეთქი. 

 

მუხლზე დადებულ მარჯვენას გაატოკებს თანხმობის ნიშნად. მე კი არეული ნაბიჯებით ჩრდილოვანისკენ მივეშურები ჩემი გარემნომცველი ხალხის თანხლებით. ვინიშნავ რეკვიზიტებს. დედა ელენე კი არ მეშვება, ჯიუტად მომაცილებს გასასვლელისკენ. უზენასელი ყოფილა თურმე. კარავში უშიმშილია. უწანწელია დეპუტაიცაისთან ერთად. გავანდობ, ეპიკურ პოემაზე ვმუშაობ „ლაზარეს“ სახელწოდებით-მეთქი, რომლის მთავარი გმირი პირველი პრეზიდენტია. მოქმედება ხდება სამ დღე-ღამეში ღურწკაიების ოჯახში. აღაფრთოვანებს თქმული. მეტ სანდოობას მომანიჭებს მის თვალში. 

 

ბჭისკართან ვდგავართ. დაცვის ბიჭებს დაუსახელებს ჩემს ვინაობას და აქეთ მომართმევენ საბუთს. 

 

- ეკონტაქტებოდი  თუ არა ზვიადსო, - მკითხავს. 

 

- სამჯერ ვარ შენახვედრი, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა სიტუაციაში-მეთქი.

 

- მოგაწვდი მასალებსო, - დამაიმედებს. - ჯიხაშკარში ზვიადს რუს გენერლებს შეახვედრებენ, მაგრამ არ დათანხმდება მათ წინადადებაზე, რომლებიც აფხაზეთ-ოსეთის აღიარებას მოითხოვდნენ მისგანო. თან უსხნიდნენ, თუ  რა შედეგიც შეიძლება მოჰყოლოდა ამ უართქმას - უეჭველი სიკვდილიო. 

 

„ბილწთ არ შევეკვრი ზავითაო“, პრეზიდენტის ამ სიტყვებს წამოისვრის უმისამართოდ.  „არ შევეკვრი“, მოუნასკვავს თავს რაღაც აბსტრაქტულ ბორძიკობებს.

 

ბჭისკარისკენ ტაატით სიარულისას ვეტყვი, რომ მასალა დიდძალი მომეპოვება, მაგრამ ყოველი ახალი, უფრო გამიიოლებს მუშაობას პოემაზე, რომლის მეხუთედიღა განმიხორციელებია დღემდე. დავსძენ დამატებით, რომ ლამის დამიზეპირებია „საქართველოს სულიერი მისსია“ და ვილჰემ ფონ ჰუმბოლდტის კვალობაზე მკვდრეთით აღმიდგენია პროტო-ქართული ცივილიზაცია ეპიკურ პოემა „ოდოიათი“-მეთქი. 

 

ამღვრეული თვალებით მომაჩერდება, შორეულ ხსომიერებას გამორიდებული თვალებით. ვიგრძნობ მარჯვენა მხარზე სანთლისფერი ნების მსუბუქ შეხებას. გადავდგამ ნაბიჯს, თანაც „მშვიდობის ხიდზე“ ვესაუბრები. „საკმარისია მომცრო ჯვარი აღიმათოს მის ბოლოებში, რომ ეგრევე გაცამტვერდება კერპის ძალა-მეთქი“. 

 

გაიღიმებს, „კერპის ძალა სად თქმულაო“, ამ ფრაზეოლოგიით, „ძალა უფლის გულით მიღებაშიაო“, დაასრულებს ამგვარად და მეც გავაგრძელებ სიარულს ინერციით, ისე რომ, უკან მობრუნების სახსარ-ღონე წამგვრია უნებლიეთ.

 

გური ოტობაია, 

მწერალი.

 

02. 06. 2019 წ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: