ხაზარაძესთან ერთად, მთავრობაც უნდა გასამართლდეს!

ხაზარაძესთან ერთად, მთავრობაც უნდა გასამართლდეს!

 

ყურადღებით თუ არ ვიქნებით, საქართვლოს ჩინურ „კორონავირუსზე“ უარესი საშიშროება ემუქრება!

 

 

 

(სპეციალურად „ივერიონისთვის“)

 

 

დასაწყისშივე მინდა ვაუწყო მკითხველს: ეს არ გახლავთ არჩევნების წინ, რომელიმე პარტიის, ბიზნესჯგუფის ინტერესების გასაპიარებლად, ან გასაშავებლად დაწერილი სტატია! 

 

იგი, სამწუხარო რეალობას ეხება, რომელიც ქვეყნის ზოგიერთი მაღალჩინოსნის და ე.წ. „ინვესტორის“ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო დადგა ანაკლიაში და თითქმის შეიწირა „ანაკლია პორტის“ საუკუნის პროექტი, რომელსაც დაქცევის პირას მისული ჩვენი სამშობლოს გამოყვანა შეუძლია ეკონომიკური და პოლიტიკური კოლაფსიდან!

 

მიუხედავად, საქმის უკიდურესად გართულებისა, ჯერ კიდევ არსებობს „ანაკლია პორტის“ პროექტის ქვეყნის სასარგებლოდ შემოტრიალების შანსი, თუ კი, ბოლომდე იქნება გაცხადებული, რამ მიიყვანა პროექტი ჩაშლამდე,  რისი აშენება სურს ქვეყანას და რა საქმეს უნდა ემსახურებოდეს იგი!

 

ამ მხრივ, „ანაკლია პორტი“ უნიკალური შემთხვევაა, სადაც ინვესტორად წოდებული უცხოელის და ქართველი საბანკო თაღლითების მიერ, უპატრონოდ მიტოვებული ანაკლია და ზღვის ფსკერიდან ამოღებული, 100 ჰა ტერიტორიაზე 8 მეტრის სიმაღლეზე დაზვინული, საუკუნეების მანძილზე ზღვის ფსკერზე დაკონსერვებული, შეუსწავლელი მასა, ადვილი შესაძლებელია:

 

„კორონა ვირუსზე“ გაცილებით საშიში გახდეს, თუ მას სასწრაფოდ არ მიეხედა!

 

კორონავირუსის შიშმა ქვეყნის მოსახლეობა რომ მოიცვა, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ „TVპირველის“ და „მთავარის“ ჟურნალისტებად წოდებული მიკროფონიანი კოიოტები რომ ყველანაირად ცდილობენ არა შეშინებული მოსახლეობის თანადგომას, არამედ, რაც შეიძლება მეტად დაზაფრონ ისინი, საკითხავია, - რა მიზანს ემსახურება?

 

ბუნებრივია, მათ, ქუჩის პოლიტჭილყვავი და ე.წ. ლიდერებიც აჰყვნენ: 

 

შალიკოები, ბოკერიები, უგულავები და კიდევ ქვეყანას ჭირად მოდებული „ტურა, მელა, კატა, მგლები“, გაცილებით საშიშია ჩვენი ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის, ვიდრე „კორონავირუსი“, რომელსაც ისევ მისი შემქმნელები გააუვნებელყოფენ, როცა დაგეგმილ თანხას (ვირუსის შექმნა + მოგება) აიღებენ, რაც გადახდადია და მალე მოგვარდება! 

 

მაგრამ, ვინ გააუვნებელყოფს საქართველოში, „ოპოზიცია-პოზიციაში“ შემოთესლილ „პოლიტკორონავირუსს“?!

 

ამათაც ხომ ჰყავთ შემქმნელები, მაგრამ, ისინი ხომ, იმ ქვეყნის გადარჩენაზე არ ფიქრობენ, სადაც თავიანთი აღზრდილები ჩათესლეს?!

 

ამაზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ქვეყნის რიგითმა მოსახლეობამ, თორემ გარედან ჩვენი მშველელი არასოდეს გამოჩნდება!

 

ახლა, რაც ყველაზე მთავარი და საშიშია:

 

„ანაკლია პორტის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფმა“ პირველებმა ავტეხეთ განგაშის ზარი, ანაკლიაში შექმნილ ეკოკატასტროფაზე, 80 გვერდიანი მეცნიერული ნაშრომიც დავდეთ, რომელიც საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ოპოზიციას, მმართველი პარტიის თავკაცებს გაეგზავნა, სამწუხაროდ, მას რეაგირება არ მოჰყოლია! 

 

ჩვენი ჯგუფი უწყვეტ მონიტორინგს აწარმოებს ანაკლიაში უპატრონოდ დაყრილ ქვიშის ზვინულზე, რომელიც გაცილებით საშიში შეიძლება გახდეს, ვიდრე ჩინური „კორონავრუსი“ რომელიც, უეჭველია, ანტიქრისტეებმა შექმნეს და, როგორც ზემოთ ვახსენე, როცა თავისას მიიღებენ ანტიკორონავირუსსაც გამოაჩენენ!

 

მაგრამ რა ეშველება ანაკლიის ულამაზეს სანაპიროზე დაზვინულ ზეგან - საწამლავს?

 

ვინ იცის,  საუკუნეების წინ მიძინებული, როგორი სახის ინფექცია იფეთქებს კვირიკაშვილ-ქუმსიშვილის ფავორიტ ხაზარაძის მიერ, ანაკლიაში უპატრონოდ მიტოვებული „ეპიდემიის წყაროდან“?

 

დაინტერესებული მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ანაკლიაში ეკოკატასტროფული მდგომარეობის შექმნას წინ უძღოდა, 2016 წლის 5 თებერვალს გაყალბებული ტენდერი და ტენდერში, უფულო და ყოველმხრივ მოუმზადებელი ხაზარაძე და კონტი ჯგუფის, იგივე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გამარჯვებულად გამოცხადება!

 

ოთხი წლის განმავლობაში, ფულიანი ინვესტორის უშედეგო ძებნის, დაპირებებისა და ძვირად ღირებული დროის უსასრულოდ ფლანგვის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხაზარაძის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობიდან ჩამოშორებაზე.

 

დაუკვირდი მკითხველო: იმის ნაცვლად, რომ 2019 წლის ბოლოს ანაკლიაში პორტის მშენებლობის პირველი ფაზა დამთავრებულიყო და გემები შემოსულიყო, 2016 წლის ტენდერში გამარჯვებული, ტენდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო 2019 წლის ბოლოს დაკვალიფიცირდა და „ანაკლია პორტის“ მომლოდინეებს  2021 წელს ახალი ტენდერის დანიშვნა ეუწყა. 

 

ერთი წუთით დავანებოთ თავი, ადრე ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული ხაზარაძე და მისი კონსორციუმის მიერ ქვეყნისთვის მიყენებულ აუნაზღაურებელ ზარალს (რაც მოხდა ლოგიკურია), მაგრამ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ მშენებლობაზე ახალი ტენდერის გამოცხადება, ქვეყანაში მოქმედი ტენდერის კანონის დარღვევაა, რადგან, სანამ, ამ უკიდურეს გადაწყვეტილებამდე მივიდოდეს, მთავრობამ ჯერ ტენდერის ფინიშზე გასული მეორე კანდიდატის შემოთავაზებები უნდა გადასინჯოს და თუ იგი, პირველი ტენდერის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, მაშინ უნდა გადადგას ახალი ტენდერის მომზადებისა და გამოცხადების ნაბიჯი, რაც რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდება!

 

კარგი ბატონო, არ გაითვალისწინა, ან გამორჩა, უამრავი სხვა საკითხებით დაკავებულ მთავრობას ზემოთხსენებული „სატენდერო რეგულაცია“, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს მთავრობის წარმომადგენელთა (ინფრასტრუქტურის სამინისტროს) ანაკლიაში ჩასვლა და მათი განცხადება, რომ: 

 

„რკინიგზასა და ავტობანთან  დამაკავშირებელი ადგილის შესარჩევად ვართ  ჩამოსულები ანაკლიაშიო?“

 

ნუთუ, ისე, როგორც 2016 წლის 5 თებერვალს წინასწარ იყო ცნობილი, ვის უნდა გაემარჯვა ტენდერში, ახლაც იგივეს აპირებენ? 

 

თუ არა, რა იცის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ვინ იქნება ახალი ტენდერის გამარჯვებული და როგორი სახის პროექტს წარმოადგენს იგი?

 

ის, რომ, ხაზარაძის ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ შერჩეული, პორტის ასაშენებელი ადგილი არანაირად არ შეესაბამება „სავაჭრო-სამრეწველო პორტისთვის“ საჭიროს, კარგა ხანია ცნობილია. 

 

მკითხველს მინდა შევახსენო, საქართველოს მთავრობამ 2013 წელს საგანგებოდ დაიქირავა იაპონელ სპეციალისტთა ჯგუფი, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა ანაკლიის აკვატორია და რამდენიმე თვიანი კვლევითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ,  პორტის ასაშენებლად, ყველაზე ოპტიმალურ ადგილად, მდინარე თიქორის შესართავი (კილომეტრნახევვარი აშორებს ინტენსიურ დასახლებას) დაადგინა.

 

გაცილებით ადრე, იგივე ადგილი შეარჩია სპარტაკ ერაგიას საპროექტო ჯგუფმა, მოგვიანებით კი, „ანაკლია პორტის“ ტენდერში მონაწილე კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკში“ შემავალმა ჩინურმა კომპანია „ფაუერ ჩაინამ“ „Feasibility Study-ზე (ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება) მუშაობისას, ასევე მდინარე თიქორის შესართავზე შეაჩერა არჩევანი.

 

სამწუხაროდ, ხაზარაძემ და მისმა ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ სამი სხვადასხვა ქვეყნის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ შერჩეული ადგილი უარყო და ანაკლიის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას მიადგა (იგივე ადგილი ჰქონდა მონიშნული სააკაშვილის ვირტუალურ „ლაზიკას“), საიდანაც სამოცამდე ოჯახის გასახლება გახდა საჭირო, რაც სახელმწიფოს 100 მილიონი ლარი დაუჯდა. 

 

ამ გამოუსწორებელი და ქვეყნის ბიუჯეტისა და ადგილობრივი დასახლებისთვის საზიანო ხარვეზის შესახებ 2014-16 წლებში არაერთ საგაზეთო პუბლიკაციებში ღიად განვაცხადეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მას ყურადღება არ მიექცა.

 

ზღვის ფსკერიდან ამოტუმბულმა 100 ჰექტარზე 8 მეტრის სიმაღლის ზვინულმა, თვალნათელი გახადა, რომ, თუკი, იმ ადგილზე მართლა აშენდება პორტი (არაფერს ვამბობ იმაზე, რომ იგი ვერასგზით ვერ იქნება ტენდერით გათვალისწინებული 100 მილიონი ტონა ტვირთბრუნვის სიმძლავრის), ანაკლიის ზღვისპირეთის დარჩენილ მოსახლეობასაც მოუწევს უპირობოდ გადასახლება, რადგან ეკოლოგიურად და საყოფაცხოვრებო ნორმებით, პორტთან, მჭიდრო დასახლების მიბმა ყოვლად დაუშვებელია.

 

როგორც ზემოთ ვახსენე, ჩვენ, „ანაკლიის ეკომონიტორინგის ჯგუფმა“, ამის შესახებ, ექვს სამინისტროს, პრემიერმინისტრს, მმართველი პარტიის და პარლამენტის თავმჯდომარეებს წერილობით მოვახსენეთ, 80 გვერდიანი სამეცნიერო ნაშრომი: „საექსპერტო დასკვნა „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პრობლემები“ წიგნის სახითაც მივართვით, თუ რატომ ვერ აშენდება „ანაკლია პორტი“. სამწუხაროდ, მათგან, მხოლოდ იმის დასტური მივიღეთ ფოსტით, რომ გზავნილი მიიღეს, მაგრამ ეტყობა, „მოუცლელობის“ გამო, დღემდე არ წაუკითხავთ, თორემ მსგავს ლაფსუსს არ დაუშვებდნენ! 

 

ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჩქაროსნული რკინიგზის და ავტობანის მიბმას, ხაზარაძის ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ზვინულთან თუ აპირებს, პირდაპირ უნდა ითქვას:

 

ეს დიდი უპასუხისმგებლობაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, მათ მიერ, ანაკლიაში დაწყებული საქმის საეჭვო დანიშნულებას!

 

თუმცა, დღეს ვერავის გავაკვირვებთ, თუ ვიტყვით: ხაზარაძე და მისი კონსორციუმის ქვიშის ზვინულს, არაფერი აქვს საერთო „სავაჭრო-სამრეწველო პორტის“ პროექტთან, მითუმეტეს, 2014 წელს ქვეყნის მთავრობის მიერ გამოცხადებულ  „ანაკლია პორტის“ ტენდერის პირობებთან:

 

1. 100 მილიონი ტ. ტვირთბრუნვა. 

2. პორტის მშენებლობის დაწყება არა უგვიანეს 2016 წლის პირველი ივნისისა. 

3. მშენებლობის პირველი ფაზის დამთავრება 2019 წლის ბოლოს და პირველი საოკეანო გემების მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. 

4. ეკოლოგიის უმკაცრესი დაცვა მშენებლობის პერიოდში და ა.შ.

 

რომ არა, პორტის მშენებლობის ვადების გაუგონარი დარღვევა (რაზედაც, სამწუხაროდ, ქვეყნის მთავრობამ ვერცერთ ეტაპზე ზეგავლენა ვერ მოახდინა), ზემოთჩამოთვლილიდან მე-3 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, ვერაფერი შეაჩერებდა „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ მშენებლობას და იგი, უსათუოდ დასრულდებოდა!

 

დღევანდელ, COVID 19-ის, მსოფლიო კატასტროფის პირობებში, უშიშარი, ცეცხლთან მებრძოლი, უცხოელი ინვესტორის მოძებნა, რომელიც ანაკლიაში მილიარდებს ჩადებს, ადამიანურ ფანტაზიას აჭარბებს!

 

გეკითხებით: ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი დამდგარ შედეგზე?

 

დავუბრუნდეთ 2021 წელს ანონსირებულ ტენდერს: 

 

საინტერესოა, ახალი ტენდერის შემთხვევაშიც, სხვის მიწაზე აპირებენ პორტის აშენებას?

 

საქართველოს მთავრობის უმაღლესი მმართველებიდან დაწყებული, პროკურატურის ყველაზე დაბალი ჩინოსნის ჩათვლით, ცნობილია, რომ:

 

2100 ჰექტარი მიწა ანაკლიაში, საგანგებოდ „ღრმაწყლოვანი პორტის“ ასაშენებლად ბატონ თეიმურაზ ქარჩავას 2010 წელს აქვს შეძენილი, არა 1 ლარად, როგორც მაშინ იყო მიღებული და დადგენილი, მთავრობასთან ჯვარდაწერილთათვის, არამედ 3,5 მილიონი დოლარი აქვს გადახდილი და იგი სააკაშვილის მთავრობამ კანონის უხეში დარღვევით ჩამოართვა მას და 2011 წელს, თავის კომპანია „ლაზიკას“ გადასცა საჩუქრად!

 

ეს ის საკითხია, რომელიც „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ ახალი ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გადაწყდეს, ზემოთხსენებული 2100 ჰა მიწის ფართობი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს, რომ ეჭვქვეშ არ დადგეს, როგორც კანონის უზენაესობა ქვეყანაში, ასევე ახალი ტენდერის, ქვეყნისა და მისი მოსახლეობის სასიკეთო დანიშნულება! 

 

რაც შეეხება, ამ დღეებში, მტვრის ბურუსში გახვეულ ანაკლიას და ანაკლიელებს, ერთადერთი, ვისაც ისინი უყურადღებოდ არ ჰყოლია მიტოვებული „ანაკლია პორტის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფია“, რომელიც კვლევებს, არა ინვესტორის, არამედ, საკუთარი ხარჯებით და ენთუზიაზმით ატარებს. 

 

საპირისპიროდ ამისა, ყველაზე საოცარი ის არის, რომ იმან, ვინაც ანაკლია ეკოლოგიური კატასტროფის კერად აქცია, დღეს საარჩევნო პიარად იყენებს მას და სახელმწიფოს  „1 მილიარდ დოლარს“ედავება, რომელიც, მას, კარგა ხნის წინ უნდა გადაეხადა იმავე სახელმწიფოსთვის „ანაკლია პორტის“ უნიკალური პროექტის ჩაშლის გამო!

 

კიდევ ერთხელ შევახსენებ მკითხველს: 

 

2014 წელს, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ საერთაშორისო ტენდერი, საქართველოს  მთავრობამ კერძო კომპანიების მონაწილეობისთვის გამოაცხადა, 100%-ით საკუთარი პასუხისმგებლობის და არა საქართველოს მთავრობის თანამონაწილეობისა და თანაპასუხისმგებლობის პირობებით! 

 

დავუშვათ და ტენდერი ამერიკულ კომპანიას მოეგო, როგორ ფიქრობთ, იგი საქართველოს მთავრობას მოსთხოვდა საბანკო გარანტიებს, ანაკლიაში პორტის ასაშენებელი ფულის მისაღებად?

 

ყველა ისინი, ვინაც თანაუგრძნობს „ანაკლია პორტის“ ტენდერის ჩამშლელ ხაზარაძე და მისი კონსორციუმს და მთავრობას ადანაშაულებს პროექტის დაუფინანსებლობაში, უგუნური და პროვოკატორია!

 

მე პირადად, არაერთგზის გამოვაქვეყნე ჩემს პუბლიკაციებში: 

 

საქართველოს მთავრობას ვადანაშაულებ, იმაში, რომ 2016 წლის პირველ ივნისს დასაწყები მშენებლობის ვადის დამრღვევი, 2016 წლის ბოლოს მაინც რომ არ მოხსნა ტენდერიდან!  

 

ეს ნაბიჯი, მაშინ რომ გადადგმულიყო, დღეს, ანაკლიაში, ქვიშის ზვინულის ქარბორბალასთან კი არ გვექნებოდა ბრძოლა, არამედ სანახევროდ აშენებული „ანაკლია პორტი“ გვექნებოდა და დაწყებულ საქმეს, ინვესტორი დაასრულებდა!

 

ბუნებრივია, ასეთი აბსურდის შემხედვარე, ანაკლიელები სასოწარკვეთილნი არიან. მე, როგორც ანაკლიელი და ანაკლიის პრობლემების მკვლევარი ჟურნალისტი, მივმართავ მათ:

 

„ჩემო ანაკლიელებო, რატომ ხართ გაუბედავნი და რატომ არ ამბობთ ვინ ჩაგაგდოთ ამ დღეში?

 

რამდენიმე ათეული სტატია მაქვს მიძღვნილი ამ კატასტროფის შემოქმედებისადმი, ჩემი ხელით მაქვს გაზეთები თქვენთან ჩამოტანილი, სადაც უმარტივესადაა ახსნილი, თუ ვინ ჩაგვაგდო ამ დღეში. მაგრამ, თქვენ, რატომღაც, ეჭვი გეპარებათ და ამ საქმეში სრულიად უდანაშაულო ივანიშვილის ჯინაზე, საგულდაგულოდ იცავთ თაღლით ხაზარაძეს, რომელმაც საუკუნის პროექტი "ანაკლია პორტი" დაღუპა!

 

სიმართლის თვალებში ჩახედვის გარეშე, ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ!

 

კიდევ რა გვიშლის ხელს?

 

ის, რომ, თეიმურაზ ქარჩავას მიერ აგებულ ტაძარში, ეკლესია-მონასტრების გამყიდველებზე ლოცულობს, ქრისტეს გზას აცდენილ ანაკლიელთა ნაწილი!

 

ვერც ერთი ჭკუათმყოფელი, მთავრობის მეხოტბეობას მე ვერ დამწამებს, უმიზეზოდაც არავის ძაგებას ვაპატიებ ვინმეს, მაგრამ, იმას, რაც მთავრობასა და ხაზარაძის თაღლითებს შორის ხდება, ანალოგი ვერსად მოვუძებნე!

 

საუკუნის პროექტის ჩამძირავს  მთავრობა პასუხს რომ ვერ თხოვს, ხომ არ გაგონებთ ეს ამბავი, ხაზინის ქურდების, უგულავა-ოქრუაშვილის პოლიტპატიმრებად მონათვლას და აშშ-ს დაუფარავი ზეწოლით, ორივე დამნაშავის ციხიდან გამოგდებას?!

 

შეწუხდით და ჰკითხეთ მთავრობას, უმოქმედობის მიზეზი!“

 

სტატიის დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მკითხველს:

 

ის, რომ, ხაზარაძემ და მისმა ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ქვეყანას, ეკონომიკური და პოლიტიკური კოლაფსიდან გამოსვლის, ლამის ერთადერთი შანსი გამოაცალა ხელიდან, ამისი უტყუარი საბუთია:

 

ეკონომიკა-ეკოლოგიაში:

 

1. „ანაკლია პორტის“ ტენდერის გამარჯვებულის გამოცხადებიდან დღემდე უშედეგოდ დაკარგული 4 წელიწადი.

2. ანაკლიის ულამაზესი, ოთხ კილომეტრიანი ზღვის სანაპირო ზოლის უაზროდ ხელყოფა და უმოწყალოდ განადგურება.

3. ზღვის ფსკერიდან ამოტუმბული, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი და დაკონსერვებული, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საგანგებოდ საშიში მასის 100 ჰექტარ ტერიტორიაზე 8 მეტრის სიმაღლეზე დაზვინვა და უპატრონოდ მიტოვება, რომელიც არანაკლებ საშიშია, ვიდრე დედამიწას მოდებული „კორონავირუსი“!

 

პოლიტიკაში:

 

1. ყველა ხელმოცარულის და მღვრიე წყალში თევზის ჭერის მოსურნეთა ერთად შეყრა!

2. ულამაზესი, გამარჯვების და სიამაყის გამომხატველი ქართული სიტყვის „ლელოს“ გაუფასურება და შეურაცხყოფა!

 

ეს, მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ზიანიდან, რაც ხაზარაძის და მათი თაღლითების ანაკლიაში გამოჩენამ მიაყენა საქართველოს. 

 

სამწუხაროდ, პრობლემა აქ არ მთავრდება, ხაზარაძის ანაკლიიდან მოკვეთის შემდეგ, უზარმაზარი ეკოლოგიური სიბინძურე დარჩა ზღვის ნაპირზე. როგორც თვითონ ამბობს 75 მილიონი (???) (ალბათ აშშ დოლარი) დაუჯდა მისი ზღვის ფსკერიდან ამოტუმბვა!

 

ახალი ტენდერის შემთხვევაში, ხაზარაძის მიერ წაბილწულ ადგილას პორტი ნამდვილად არ აშენდება. 

 

აქედან გამომდინარე, ზღვის ფსკერიდან ამოღებული სიბინძურის უკან ჩაბრუნება, სპეციალისტების აზრით, ბევრად ძვირი დაჯდება. ცხადია, ამის დამფინანსებელი ხაზარაძე და მისი თაღლითები არ არიან. ამიტომ, მთავრობამ, ახალი ტენდერის პირობებში უნდა გაითვალისწინოს:

 

1. ანაკლიის „საწამლავის ზვინულის“ გაუვნებელყოფის ვალდებულება!

2. არ დაუშვას, უფულო, უპროექტო და თაღლითი გამარჯვებული!

 

ხაზარაძე და მისი ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საკითხის გამოძიება კი, სახელმწიფოს მაღალკომპეტენტურ უწყებას დაავალოს საფუძვლიანი შესწავლისთვის!

 

ანაკლიის აბორიგენი მოსახლეობისა და

„ანაკლია პორტის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფის“ 

სახელით

 

დავით ქობალია

 

598 708 600

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: