როდის უნდა ვიზეიმოთ?!

როდის უნდა ვიზეიმოთ?!

მხოლოდ ავ თვალს არ მოეწონება „თავისუფლების დღისადმი“ დედაქალაქის შუაგულში მიმდინარე, თეატრალიზებული სანახაობა!

 

უბედნიერესი იქნებოდა ქართველი, ეს სანახაობა თავისუფალ საქართველოში რომ იმართებოდეს!

 

ჩვენი სამშობლოს მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე, ჩვენი წინაპრები, უკეთესი მომავლისთვის იბრძოდნენ მუდამ.

 

ეს ლამაზი სანახაობაც, უკეთესი მომავლის „თეატრალურ წარმოდგენად“ ჩავთვალოთ და მეც:

 

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს გილოცავთ ჩემო ძვირფასებო!

 

სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წლის შემდეგაც არ არის ჩვენი სამშობლო დამოუკიდებელი!

 

დამოუკიდებელი კი არა, ისეთი და იმდენ უცხოზე დამოკიდებული, როგორიც დღეს არის, იგი არასოდეს ყოფილა!

 

ეს ხვა თემაა და თავსატეხია, ამაზე არ ვაპირებ ამჯერად თქვენს შეწუხებას.

 

უამრავი კითხვები მომდის ამ დღეებში:

 

როდის უნდა ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისს, თუ 9 აპრილს?

 

კითხვების ავტორთა დიდი უმრავლესობა, ქართულ-ეროვნული სახელმწიფოებრიობის თავგამოდებული დამცველია. მათ არ სჭირდებათ განმარტება, რომ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს თავისუფლება უდღეური აღმოჩნდა და, იგი, ქართველი ერის სამწუხაროდ - მალევე დაემხო!

 

მაინც ჭირვეულობს კითხვა: როდის უნდა ვიზეიმოთ?

 

საუკუნის ორი მესამედი დაგვჭირდა, კიდევ ერთხელ მოგვცემოდა შესაძლებლობა, ქართველი ერის სანუკვარი ოცნება - ჩვენი სამშობლოს თავისუფლება, საყოველთაო რეფერენდუმით დაგვედასტურებინა და, აქ მოხდა, საქართველოს მტერთათვის არგასაგონი შედეგის ისტორიულ ფაქტად ქცევა, სადაც, საქართველოს თავისუფლებისთვის ხმის მიმცემთა 90%-ზე მეტმა (მათ შორის, მესამედზე მეტმა არაქართველმა!), ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას მისცა ხმა და ეს:

 

1991 წლის 9 აპრილს მოხდა!

 

ჩვენ, დიდი პატივით მოვიხსენიებთ 1918 წლის 26 მაისს, როგორც საქართველოს თავისუფლების გამოცხადების დღეს, მაგრამ, მისი, 70 წლიანი წყვეტის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირულთა დღეს, ქვეყანაში გამართული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგის უარყოფა, ქვეყნის და მისი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილის უარყოფას ნიშნავს!

 

ბუნებრივია, მავანი იკითხავს: 

 

რატომ ხდება ასე?

 

პასუხი მოკლე და საზარელია:

 

ასე იმიტომ ხდება, რომ, მას შემდეგ, რაც საქართველოს „პირველი პარტნიორი ქვეყნის“ 90-იანი წლების პრეზიდენტმა ბუშმა, თითქოს უწყინარი გამონათქვამით: 

 

„საქართველოს პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო“ ირიბი განაჩენი გამოუტანა ჩვენს სამშობლოს და მწვანე შუქი აუნთო რუსეთს (რომლის აშშ-სგან დასმულ, იმდროინდელ მმართველებს ავადმყოფური შიში და სიძულვილი ჰქონდათ ქართველთა) და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ამუშავდა გარე და შინაური მტრების არმია!

 

სამწუხაროდ, ქვეყნის დაქცევა და ეროვნული შეგნების წინააღმდეგ ომი დღემდე არ ნელდება, ამას ემატება, ევრო-ამერიკული ნეოფაშიზმის, ანტიეროვნული პოლიტიკის გატარება საქართველოს მაგვარი, გზასაცდენილი ქვეყნების გასანადგურებლად, რაც საქართველოსთვის თავსმოხვეული, ლგბტ-ის „იდეების“ განხორციელების მთავარი მიზანია!

ეს არის მოკლე და კონკრეტული განმარტება იმისა, თუ რატომ ხდება 1991 წლის 9 აპრილის იგნორირება!

 

- ეს თარიღი, წელს, საერთოდ არ გახსენებია, როგორც მთავრობას, ისე მასმედიას!

 

მავანი იმასაც იკითხავს უთუოდ:

 

ვინ ზეიმობს 26 მაისს ქვეყნის მასშტაბით?

 

- ის მთავრობა ხომ არა, 2018 წლის 9 აპრილს, მთავრობის სახლის წინ "9 აპრილის" მემორიალზე, ათასობით კახპა და ნარკომანი აბუქნავა, მათგან პასუხის მოთხოვნას ვინ ჩივის, ბოდიში იქით მოუხადა - „სათანადოდ ვერ დაგაფასეთ, აპლოდისმენტები დაგიგვიანეთო“?!

 

ეს იყო, - გაცხადებული პატივის აყრა, სამშობლოს თავისუფლებას შეწირულთა ხსოვნისადმი!

 

ეს იყო, - 9 აპრილს და მას შემდეგ მომხდარი, ქვეყნის ღირსსახსოვარი საქმეების დასავიწყებლად მოწყობილი აქცია!

 

მკითხველს უნდა შევახსენო - 1918 წლის 26 მაისი, საუკუნის წინანდელი ღირსსახსოვარი თარიღია, რომელიც ისტორიის საკუთრებაა, ამიტომ მისი ხმაურით აღნიშვნა საშიშროებას არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის, რადგან იმდროინდელ მოვლენებზე პასუხის მომთხოვნი და პასუხმოსათხოვნი იმქვეყნად არიან წასული!

 

რაც შეეხება 1991 წლის 9 აპრილს, იგი ჯერ კიდევ ცოცხალი მოვლენაა და მისი რევიზია ადვილი შესაძლებელია. პასუხის მომთხოვნი და პასუხმოსათხოვნი საკმარისზე მეტია. ბევრი მათგანი საკანონმდებლო და სამთავრობო სტრუქტურებში არიან დღესაც მოკალათებული! 

 

ამიტომაც ხდება 1991 წლის 9 აპრილის იგნორირება ქვეყნის სამთავრობო და საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან!

 

საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ორი ღირსსახსოვარი თარიღი გვაქვს:

 

1918 წლის 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე.

 

1991 წლის 9 აპრილი - საქართველოს მოსახლეობის მიერ, უცხო ქვეყნების ჩაურევლად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

 

26 მაისი, ყველამ უნდა ვიზეიმოთ, იგი არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა! 

 

- საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას არჩევის დღეა! 

 

- საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირული - მერაბ კოსტავას დაბადების დღეა!

 

გულწრფელად გილოცავთ ჩემო ძვირფასებო!

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: