შუშა – ხელოსნობისა და ვაჭრობის ცენტრი

შუშა – ხელოსნობისა და ვაჭრობის ცენტრი

 

შუშა – აზერბაიჯანის კულტურული აკვანი, მე-18 საუკუნის შუა ხანებში ცნობილი იყო ახლო აღმოსავლეთში, ირანსა და თურქეთში ხელოსნობის ისეთი სახეებით, როგორიცაა: აბრეშუმის დამზადება, ქსოვა, მეჭურჭლეობა და ხეზე კვეთა. იმ დროისთვის ევროპაში დიდი პოპულარობა მოიპოვა ყარაბაღული ნიმუშებითა და ორნამენტებით ნაქსოვმა შუშას ხალიჩებმა.

 

XVIII საუკუნის მეორე ნახევრის შემდეგ, ვაჭრობამ და ხელოსნობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შუშას ცხოვრებაში. ქალაქში ყოველწლიურად იზრდებოდა საწარმოებისა და მაღაზიების რაოდენობა. აქ მთელი მსოფლიოდან იყრიდნენ თავს ვაჭრები და ხელოსნები, რის შედeგადაც სწრაფად განვითარდა სხვადასხვა სახის ხელოსნობა და ვაჭრობა.

 

მთელი რიგი ისტორიული წყაროები მოწმობენ, რომ შუშაში 1832 წელს არსებობდა 60-იდან 80-ამდე საფეიქრო დანადგარით აღჭურვილი 132 ფაბრიკა, რომლებიც ქსოვდნენ 42 სახეობის აბრეშუმის ტექსტურას, 28 თეთრეულისა და ბამბის ნაწარმს. თითოეულ ამ საწარმოში 300-ზე მეტი ხელოსანი მუშაობდა, გარდა მათი ძირითადი საქმიანობისა, ასევე ასწავლიდნენ ახალგაზრდებს ქსოვის საიდუმლოებებს, ღებვის ოსტატობასა, მეთუნუქეობას, შალის ქსოვის, მეჭურჭლეობასა და ქუდების კერვას. ხელნაკეთი ნაწარმის გარდა ქალაქში ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ხელსაწყოებს, ჭურჭელსა და ტანსაცმელს.

 

ცაზეთი „კავკაზი“, რომელიც იმ დროს თბილისში გამოდიოდა, წერდა:

 

„შუშელი ვაჭრები სტუმრობენ ირანისა და ინდოეთის ქალაქებს და მონაწილეობენ გერმანიაში გამართულ ლაიფციგის ცნობილ ბაზრობაში. აბრეშუმის ქსოვილები ჩააქვთ გამოსაფენად და გასაყიდად ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ლაიფციგი, ლონდონი, მარსელი და მოსკოვი. 

http://www.shusha-ih.gov.az/az/news/459.html

 

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო შუშას სწრაფ განვითარებას, ხელოსნობისა და სავაჭრო ცენტრად ტრანსფორმირებას, გახლავთ ქალაქის მდებარეობა სამხრეთ კავკასიიდან ირანისა და თურქეთის მიმართულებით საქარავნო გზების გზაჯვარედინზე, აგრეთვე, ამ ქვეყნებსა და რუსეთს შორის გაჭიმული სატრანზიტო სავაჭრო გზა.

 

შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შუშამდე უმოკლესი გზა გახლდათ ცენტრალური სავაჭრო გზა, რომელიც კვეთდა მდინარე არაქსს და ხელს უწყობდა ვაჭრების უწყვეტ ნაკადს ამ ქალაქში. ამ გზის სიმოკლესა და აქლემების ქარავნებისთვის მოხერხებულობის გამო, შუშას ქარვასლა ყოველთვის სავსე იყო კავკასიიდან, რუსეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ერაყიდან და ინდოეთიდან ჩამოსული ცნობილი ვაჭრებითა და ხელოსნებით.

 

„შუშას ხედები შუა საუკუნეების ევროპულ ქალაქებს მოგაგონებდათ. ამ ქალაქის ვაჭრებს უპირატესობა აქვთ აბრეშუმ-კოკონით ვაჭრობაში. ისინი პირდაპირ სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებენ ისეთ ქალაქებთან, როგორიცაა ტფილისი, მოსკოვი, მარსელი და აღნიშნულ ქალაქებში ყიდიან თავიანთ ნაწარმს“.

 

“Vestnik Kavkaza” jurnalı, Tiflis, 1903

 

უცხო ქვეყნებში საქონლის გასაყიდად წასულ შუშელ ვაჭრებს უკანგზობაზე მოჰქონდათ სხვადასხვა სახის სანელებლები, ნუში, ჩირი, შაქარი, თამბაქო, სამკაულები, ატლასი და სხვა, რეგულარულად ეწყობოდა საბითუმო ბაზრობა ადგილობრივი და უცხოური საქონლისთვის. აღდამში მდებარე დიდ საწყობებში შენახული საქონლის რეალიზაციის დროს ძირითად საშუალებებად გამოიყენებოდა ყარაბაღის სახანოს ოფიციალური ფულადი ერთეული - იმ დროის ვერცხლის მონეტები სახელწოდებით "პანაჰაბადი", ასევე ბრუნვაში იყო რუსული, გერმანული, ჰოლანდიური, სპარსელი და ვსხვა ქვეყნების ფულები. ბაზრებში ისხდნენ სპეციალური ფულის გადამცვლელები გადახდა არა მხოლოდ ფულით, არამედ ბარტერული წესითაც ხდებოდა.

 

თუ XIX საუკუნის დასაწყისში შუშაში 100-მდე დუქანი იყო, მათი რიცხვი საუკუნის მეორე ნახევარში 935-ს, ხოლო XX საუკუნის დასაწყისისთვის 1400-ს აღწევდა. მაღაზიები ძირითადად განთავსებული იყო ბაზრის მოედნებზე, რომელთაც "რასტბაზარი" და "ქვემო ბაზარი" ეწოდებოდა. მათ სიახლოვეს ასევე განლაგებული იყო სახელოსნოები და ფოსტა.

 

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც გამოიწვია შუშაში ვაჭრობისა და ხელოსნობის სწრაფი განვითარება, წარმოებისა და ხელოსნობისთვის შესაფერისი ბუნებრივი ნედლეულის სიმრავლე იყო. ეს, ძირითადად იყო ხისგან მიღებული სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა, მეცხოველეობის პროდუქტები, კლდეებიდან მოჭრილი ბუნებრივი ქანები, მატყლის, აბრეშუმის ქსოვილებისგან დამზადებული საღებავები, ტყავი, ცხოველური ცხიმი და ბუნებრივი ბალახეული და ა.შ. ყოველივე ამის სიუხვემ შექმნა ფართო შესაძლებლობები შუშაში ისეთი სფეროების განვითარებისათვის, როგორიცაა ხალიჩების ქსოვა, აბრეშუმის დამზადება, ტყავის წარმოება, მეჭურჭლეობა, მედურგლეობა და ქვის დამუშავების წარმოება. ხალიჩების გარდა, ქალაქმა პოპულარობა მოიპოვა თავისი ნაქარგი იარაღებით, აღვირებით, უნაგირებითა და მდიდარი სამკაულებით. მრავალი მხატვრული დამუშავების პროფესია თაობიდან თაობას გადაეცემოდა, რის შედეგადაც საფუძველი ჩაეყარა ღრმა მხატვრულ ტრადიციებს და ხელოსნობის უნიკალურ სკოლებს.

 

ქალაქ შუშას ახლომდებარე სოფლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ხელოსნობისა და ფეიქრობის ისეთ დარგებს, როგორიცაა: ხალიჩების ქსოვა, ღებვა, მხატვრული ორნამენტების დამზადება. თუმცა ასეთი ბუნებრივი საწარმოები ნაწილობრივ თავად ქალაქშიც იყო განვითარებული. ქალაქის უძველესი ისტორიის შემსწავლელ მთელ რიგ სამეცნიერო წყაროებში ნათქვამია, რომ იმ დროს შუშასა და მიმდებარე სოფლებში თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა ქსოვის, ღებვისა და მხატვრული დამუშავების მანქანა-დანადგარები. ხალიჩებისა და ქსოვილების ხარისხს ძირითადად ბუნებრიობა და საღებავების გამძლეობა განაპირობებდა. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მატყლისა და აბრეშუმის ძაფების ღებვას. პროდუქციის უმეტესობა შეკვეთით მზადდებოდა. ასეთთა შორის შეგვიძლია დავასახელოთ ბრინჯაოსგან დამზადებული სამკაულები და ხალიჩები, სურა, ლანგარი, ტაშტი და სპილენძის სხვა ნაკეთობები. ვხვდებით ისეთ ფაქტებს, როცა ჭურჭელი, აღვირები, უნაგირები, და დელიკატური დიზაინის იარაღი მზადდებოდა კონკრეტულად მომხმარებლის გემოვნებისა და მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით.

 

მე-19 საუკუნის ბოლოს, შუშაში ფართოდ ფეხმოკიდებულმა კუსტარულმა სახელოსნობებმა და აბრეშჭუმის ჭიისგან ნაქსოვი აბრეშუმის ნაწარმის მწარმოებელმა მცირე საწარმოებმა ფაბრიკებად იწყეს ჩამოყალიბება. ამ დროს შუშაში დღედაღამ მუშაობდა 20 ასეთი აბრეშუმის ფაბრიკა, 19 ტყავის ქარხანა, 7 საპნის მაღაზია და 8 საღებავის ქარხანა. ამ ტიპის საწარმოები ქსოვდნენ სხვადასხვა სტილისა და ზომის ხალიჩებს, ჯეჯიმს, ხურჯუნს და ტომრებს; ასევე მუსიკოსების, მომღერლებისა და მოყვარულების დაკვეთით ამზადებდნენ დახვეწილ მუსიკალურ ინსტრუმენტებს.

 

შუშასა და ყარაბაღის ისეთი ხალიჩები, როგორებიცაა „არაანი“, „ბაღჩის ყვავილები“, „თევზი“, „რქა“, „ბარდა“, „ბაჰმანლი“, „ყარაბაღი“, "მოხუცი", "გასიმუშაღი", "ლამბარანი", "მუღანი", "ლამპა", "მალიბეილი", "ხანგარვანდი", "სახანო", "ხანთირმა", "გალაბი" და "შაბალიდბუთა" პარიზსა და მოსკოვში 1867 და შესაბამისად 1872 წლებში გამართულ საერთაშორისო გამოფენებზე ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ და დღესაც როგორც მსოფლიო ხელოვნების მარგალიტები დაცულია ევროპის, რუსეთის, ბრიტანეთის და სხვა ქვეყნის მუზეუმებში.

 

ცნობილი გერმანელი მოგზაური ჰერბერტ ექსნერი, რომელიც 1875 წელს ეწვია ქალქ შუშას, წერდა შუშას ხალიჩების შესახებ:

 

"ეს ხალიჩები, საფულეები, ჩანთები, ოსტატურად მოხატული ხურჯუნები და სხვა, რომლებიც სათუთადაა დაცული მსოფლიოს ბევრ მუზეუმში, მათ შორის, ევროპის "ვიქტორიას და ალბერტისა“ და კიევის "აღმოსავლეთისა და დასავლური ხელოვნების" მუზეუმებში, ასევე პირად კოლექციებში ისეთი ცნობილი კოლექციონრებისა, როგორებიც არიან მაიკ ეიდსონის, გრინბლატის, ჯერალდ პაკუინის, ჯონ მიურეის, კლეინის, დონალდ და ვირჯინია კრუისის, ბილ სეუარდი, საულ ბოროდოვსკი და ჰელმანი, შუშას ხელოსნობას განეკუთნება“.

 

Akademik Çingiz Qacar. “Köhnə Şuşa”, Bakı, “Şərq-Qərb”, 2019, səh. 146–151

 

 

P.S. ქვეყანაში გამოცხადებულ "შუშას წელთან" დაკავშირებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა მოამზადა დოკუმენტური ვიდეო-რგოლი "შუშა - ხელოსნობისა და ვაჭრობის ცენტრი", რომელიც მოგვითხრობს შუშას უძველეს ისტორიაზე, აზერბაიჯანული მუსიკისა და კულტურის აკვანზე, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებზე, ხალიჩის, ჭურჭლის, სამკაულების და სხვათა დამზადების ხელოვნებაზე, აგრეთვე შესაბამისი პროფესიების ჩამოყალიბებასა და განვითარების ეტაპებზე.

 

ვიდეორგოლი, რომელიც გავრცელდება საერთაშორისო ინტერნეტ სივრცეში აზერბაიჯანულ, ინგლისურ, რუსულ, ესპანურ, ფრანგულ, გერმანულ, თურქულ, ჩეხურ, ქართულ, სპარსულ, არაბულ და უკრაინულ ენებზე,ასევე დაიგზავნება აზერბაიჯანში აკრედიტებულ საელჩოებს, უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებსა და სხვადასხვა მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებს.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: