ბევრი "გულთმისანი" მიმტკიცებს, რომ 27 ოქტომბრიდან ყველაფერი კარგად იქნება - საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილის ფავორიტი გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს და ამით წერტილი დაესმება "ნაციონალების" ათ წლიან მარაზმს საქართველოში!
ვერ დავეთანხმები ოპონენტებს უბრალო მიზეზის გამო, რომ მარგველაშვილის გაპრეზიდენტება ავტომატურად ვერ მოხსნის ყბადაღებული კოჰაბიტაციის პრობლემას და ისევ გაურკვეველ რეჟიმში მოგვიწევს ცხოვრება. რას ვგულისხმობ?
ესეც ასე! ხარატიშვილმა „ნაციონალების“(იგულისხმება მათი მამა_მარჩენალი ამერიკა)რჩევითა და დარიგებით სერიოზული სილა გაგვაწნა და ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, ვინ იქნება მისი შემცვლელი და კიდევ რა რებუსები აქვთ ჩაფიქრებული წინასაარჩევნოდ...
ისეთი რაღაცები მესმის. ისეთ რაღაცებს ვკითხულობ, ერთ დასკვნამდე მივედი ტვინი გამოგვირეცხეს და როგორც მოეპრიანებათ, ისე გვაბუქნავებენ! როცა გვეუბნებიან, რიონი აღმა მიდისო-შხუილ-შხუილითო -ვპასუხობთ... ყველაფრისადმი ზედაპირული დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა ,შურმა და ბოღმამ წალეკა ქვეყანა და მერე გვიკვირს, რატომ ვართ,ასეთ გაუსაძლის პირობებში.
ყველაზე საშიში საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ ამ მოკლე დროშია სააკაშვილი. იგი ყოველნაირად ცდილობს და მომავალშიც ეცდება, რაც შეიძლება მეტი გააფუჭოს, ქვეყანას მეტი პრობლემები შეუქმნას!
სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ მისი მომავალი ბურუსითაა მოცული. ისიც იცის, რომ იგი ისტორიაში შევა, როგორც ჯალათი და დაღმამშენებელი და მის ავადმყოფურ ცნობიერებას ამის გადახარშვა უჭირს!
ამ რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქზე" ვწერდი: მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ისევ "ნაციონალების" მიერ დაკომპლექტებული ცესკო-თი უნდა ჩატარდეს, რაც არასწორია მეთქი. ის ფაქტიც დავაფიქსირე, რომ ცესკო-ს თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კონსულტაციების მისაღებად მაშინ ამერიკაში იმყოფებოდა და ძალიან საინტერესო იქნებოდა,რა ინსტრუქციებს ჩამოიტანდა იგი!...