Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
4-12-2012, 15:52
ნანახია: 925

ანდერს ფოგ რასმუსენი: საქართველომ სამაგალითო ერთგულება გამოავლინა

საქართვგელომ უნდა განაგრძოს დემოკრატიული რეფორმები, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ მინისრტერიალზე ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომელსაც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძეც ესწრება.


"იგი არის ჩვენი ერთგული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს მისწრაფებები, გახდეს ალიანსის წევრი. ჩვენ ვაღიარებთ პროგრესს, რასაც მიაღწია საქართველომ და მოვუწოდებთ ყველა პარტიას, განაგრძონ დემოკრატიული რეფორმების კურსი. საქართველომ გამოავლინა სამაგალითო ერთგულება  ISAF-ის მისიის მიმართ და ხვალ ჩვენ ISAF-ის ყველა პარტნიორთან ერთად განვიხილავთ მისიის სამომავლო დაფინანსების საკითხებს. ეს არის სტაბილური ავღანეთისთვის ჩვენი საზიარო სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი", - განაცხადა რასმუსენმა.


ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძეც ესწრება.