Iverioni
«    თებერვალი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 
თებერვალი 2018 (8)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
29-12-2012, 17:33
ნანახია: 2322

შსს-მ ჯანდარაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გარდაბნის  რაიონის სოფელ ჯანდარაში მცხოვრები  მამედოვების ოჯახზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის ხუთივე მონაწილე დააკავეს.


შს სამინისტროს ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული ირაკლი მ., 1987 წელს დაბადებული დავით ვ., 1989 წელს დაბადებული გიორგი ლ., 1990 წელს დაბადებული იაგო ქ. და 1981 წელს დაბადებული ჯამბულ ა.  დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 3 საათზე,   მამედოვების ოჯახში შეიჭრნენ და ფული და ოქრო მოითხოვეს.


მათივე განცხადებით, ცეცხლსასროლი და ცივი  იარაღით შეიარაღებულმა ნიღბიანმა   თავდამსხმელებმა ოჯახის ყველა წევრი წებოვანი ლენტით  შეკრეს, პირი აუკრეს, ხოლო  19 წლის ბაბექ მამედოვს  თითის მოჭრითაც დაემუქრნენ.


შსს–ს განცხადებით, ბოროტმოქმედებმა მამედოვების ოჯახიდან 16 ათას ლარამდე ფულადი თანხა და დიდი რაოდენობით ოქროს სამკაული წაიღეს. სამართალდამცავებმა ყაჩაღური დაჯგუფების ხუთივე წევრი მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს.


მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" პუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" პუნქტით, რომლის თანახმადაც დამნაშავეებს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.