Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
7-04-2014, 10:24
ნანახია: 799

არჩევნებს უწყებათაშორისი კომისია დააკვირდება

   ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. შექმნის დებულებას და მის დამტკიცებას ხელი მოაწერა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. კომისიის  შემადგენლობაში შევიდნენ  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,ფინანსთა მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მიადგილე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. უწყებათაშორის კომისიას იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს, კომისიის მდივანი კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იქნება. 

   კომისიის მიზანია არჩევნებზე საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლინება, აგრეთვე გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება. კომისია თანამშრომლობს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან, საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ ძალებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან და დაინტერესებულ პირებთან.

    კომისია საქმიანობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღესვე შეწყვეტს.