224 დევნილი ოჯახი, კორპუსში საცხოვრებელ ფართს მიიღებს

224 დევნილი ოჯახი, კორპუსში   საცხოვრებელ ფართს მიიღებს

დევნილთა სამინისტრო ვაზიანში დევნილთათვის 6 ახალი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს, რომლის ფარგლებში 224 ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოხდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის განცახდებით, დევნილთა საცხოვრებლების მშენებლობის პირველი ეტაპი მაისის ბოლომდე დამთავრება. ამასთან, მინისტრს მშენებლობის ხარისხთან გარკვეული შენიშვნები აქვს. „მშენებლობის ტემპი დამაკმაყოფილებელია, ხოლო რაც შეეხება ხარისხს - არის გარკვეული შენიშვნები, მაგრამ საბოლოოდ, დადებით შედეგს მივიღებთ. ამის პარალელურად, სამინისტროში მიმდინარეობს დევნილთა განცხადებების მიღება, რათა მოხდეს მათი ამ საცხოვრებელ კორპუსებში განსახლება. ამ ეტაპზე უკვე 200-ზე მეტი განაცხადია შემოსული“, - აცხადებს დავით დარახველიძე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ დღეს, ვაზიანის დასახლებაში, სამშენებლო სამუშაოებს გეგმიური შემოწმება ჩაუტარა. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაზიანის დასახლებაში დევნილთათვის 4 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის და 2 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული, სამი ქართული კომპანია აწარმოებს.

სამშენებლო კომპანიის დირექტორის განცხადებით, სამშენებლო პროცესი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: