,,გაგრის ბრძოლებიდან გუდაუთის კონცლაგერში"

,,გაგრის ბრძოლებიდან გუდაუთის კონცლაგერში"

   წერილებში, რომელსაც "ივერიონი" თავის მკითხველს სთავაზობს აისახება ქართველი ჯარისკაცების 47 დღიანი ტყვეობის სისხლიანი ისტორია. ამ წერილის ავტორი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების გადამდგარი ოფიცერი მაიზერ გელოვანია. დაიბადა 1966 წელს მესტიის რაიონის სოფელ იდლიანში. 1992-93 წლებში იბრძოდა საქართველოსა ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. არის მედლების: საბრძოლო დამსახურებისთვის; უმწლიკლო სამსახურისთვის და წარჩინებული სამსახურისთვის. შემოგთავაზებთ პერიოდულად მის მოგონებებს ფრონტის წინა ხაზზე მომხდარ მოვლენებთაქნ დაკავშირებით. 

   მაიზერ გელოვანი-ამ წერილებში აღწერილია პროფესიონალის თვალით დანახული სინამდვილე. ვიცი ბევრს არ მოეწონება ჩემი წერილები, მაგრამ სიმართლეს ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ, მკითხველმა სიმართლე უნდა იცოდეს და მომავალი თაობები მხოლოდ სიმართლეზე აღიზარდონ.

,,გაგრის ბრძოლებიდან გუდაუთის კონცლაგერში"

     მოსაღამოვდა. გაგრა ცეცხლის ალში იყო გახვეული. ხალხი პანიკამ მოიცვა. ადამიანები სასწრაფოდ ტოვებდნენ ქალაქს. გაქცეულ ქალებს, ბავშებსა და მოხუცებს აქა-იქ სამხედროებიც შერეოდნენ. გაგრის მისადგომებთან, ბრძოლები მიმდეინარეობდა. სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგად შეთხელებული ქართული შენაერთები შეძლებისდაგვარად წინააღმდეგობას უწევდნენ მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვან სამხედრო შენაერთებს. თავდაცვის სამინისტოს სპეც-დანიშნულების 100ოდე მეომარი კებერცეს შენობაში ალყაშემორტყმული იგერიებდა მასზე მრავალჯერ აღმატებული მტრის გააფთრებულ შემოტევებს. ბატალიონი 1992 წლის 11 სექტემბერს საბრძოლო დავალების შესასრულებლად გაგრაში გაიგზავნა. გაგრის შტურმუის დაწყების შემდეგ ბატალიონის მეომრები სასტუმროს შნობაში შენობაში ალყაში მოექცნენ. ისინი ბოლომდე ებრძოდნენ მომხდურებს, მაგრამ ტყვია-წამლის უქონლობის გამო და ჩვენი იმდროინდელი გამყვიდველი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის შედეგად ტყვედ ჩაცვივდნენ. 

 

(გაგრძელება იქნება)

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: