Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
23-04-2014, 12:43
ნანახია: 1150

  დღეისათვის ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელზეც ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები საუბრობენ, რუსეთის მიერ მოქალაქეობის  გამარტივებული წესით მიღებაა, რომლის შესახებ კანონი უკვე მაისიდან შედის ძალაში. "ივერიონი" აღნიშნულ თემაზე  "სახალხო პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, გოგი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

   -რუსეთის მიერ მოქალაქეობის მიღების გამარტივებული წესის  შემოღებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელის აგრესიული მისწრაფება საქართველოს სახელმწიფოს მიმართებაში.  რუსეთის პოზიცია და ქმედებები გასაგებია, ის არ მალავს თავის ზრახვებს და ღია აგრესიას ეწევა უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რას აკეთებს ამ დროს ჩვენი ხელისუფალი და როგორ ცხოვრობს  ჩვენი ქვეყანა. არის კი ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების წესი ისეთი, როგორიც შეეფერება ოკუპირებულ ქვეყანას?

   როდესაც საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ არსებობს რუსეთისაგან მყისიერი საფრთხე და როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ცდილობს პირი მობანოს წინა, დანაშაულებრივ რეჟიმს, რომლის უგუნური ქმედების გამო გვაქვს ის მოცემულება რაც გვაქვს,  საფუძვლიანი ეჭვი გვიჩნდება, რომ ქვეყნის ხელისუფლება, რბილად, რომ ვთქვათ არაადეკვატურად აღიქვამს მიმდინარე პროცესებს და თავისი უმოქმედობით და პასიურობით კიდევ უფრო ასუსტებს ქვეყნის წინაარმდეგობის უნარს მოსალოდნელი საფრთხეების წინაშე.

   -რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, თქვენ რას ურჩევდით მათ?

   -მოვუწოდებთ ხელისუფლებას,  რომ დააფიქსიროს თავისი მკაფიო პოზიცია ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ, რათა მტერმა და მოყვარემ იცოდეს სად მოვიაზრებთ ჩვენ ჩვენს თავს და რა ღირებულებები უდევს საფუძვლად ჩვენს გადაწყვეტილებებს. აქ არ კმარა მხოლოდ ზოგადი განცხადებები, აქ მკაფიო გამოკვეთილი პოზიცია და ქმედებაა საჭირო. პოზიცია, რომ საქართველოსთვის  უკეთესია ზედმეტი აქტიურობის გამო ვინმე არ გავაღიზიანოთ არასერიოზული და საქართველოსთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

   -კერძოდ რა ნიბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ?

   -დღეს ხელისუფალი ვალდებულია უფრო აქტიური და ქმედითი ნაბიჯები გადადგას  საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდირებისკენ  მოსალოდნელი საფრთხეების  ნეიტრალიზებისა და ქვეყანაში მდგრადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების, დემოკრატიისა და ერთიანობის განმტკიცებისთვის.

   -საკმაოდ ბევრი მსურველი აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქეობის მიღების...

   -ბუნებრივია აღმოჩნდება... როცა ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს რა შეთავაზოს თავის მოქალაქეს სანაცვლოდ და თვითონაც თავისი გაუაზრებელი (თუ გააზრებული) ქმედებით  მეორეხარისხოვან პრობლემად მიიჩნევს მომხდარს... უბრალო მოქალაქეს რა პასუხი გინდა მოთხოვო?

   -თუმცა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ალტერნატივას სთავაზობს მოქალაქეებს და ეს არის ვიზების ლიბერალიზაცია, "რაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას მისცემს თავისუფლად გადაადგილდეს ევროპაში, რისი საშუალებაც რუსეთის მოქალაქეებს ნამდვილად არ ექნებათ, თქვენ კარგად იცით, რომ არც ახლა აქვთ ამის საშუალება და მომავალში ამის შანსები უფრო დაბალი იქნება. ეს არის ალტერნატივა რუსეთის მოქალაქეობისა. ალბათ ყველა ხვდება, რომ ვერანაირად ვერ იქნება რუსეთის მოქალაქეობა და უვიზო მიმოსვლა რუსეთთან საქართველოს მოქალაქისთვის ევროპაში უვიზო მოგზაურობის საპირწონე".

   -და თქვენ როგორ ფიქრობთ, სამცხეთ-ჯავახეთში და მარნეულ-გარდაბანში მცხოვრებ ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებს ეგ ძალიან ადარდებთ?  რაში აინტერესებს იმათ ევროპაში უვიზოდ წასვლა-წამოსვლა, როცა მთლიანად მიბმული არიან რუსეთზე ეკონომიკურად და მათი დიდი უმრავლესობა იქ შოულობს ოჯახის სარჩენ ფულს? ვის აბოლებენ ან ვინ ბოლდება ნეტავ?

 

თამარელა თეთრაძე