შექსპირის კვირეული ქუთაისში

შექსპირის კვირეული ქუთაისში

   აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო ვითარებაში შექსპირის საიუბილეო კვირეული გაიხსნა. კვირეულის გახსნას დაესწრნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი. 

   კვირეულის ფარგლებში 23 აპრილიდან 1მაისის ჩათვლით ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია ღონისძიებები: გამოფენები, თეატრალიზირებული წარმოდგენები, ლექციები, კინოჩვენებები, დისკუსიები...

   დღეს უნივესიტეტის ბაღში "რომეო და ჯულიეტას" ბაღი გაიხსნა.

   შექსპირის საიუბილეო კვირეულში ჩართულია ქალაქის მერია (კულტურის სამსახური). ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრში ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის წამყვანი დასები შექპირის პიესებს წარმოადგენენ.

 

დათო ცხვარაძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: