ნინო ბურჯანაძე: "ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ "ნაციონალები" მობრუნდნენ ხელისუფლებაში"

ნინო ბურჯანაძე: "ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ "ნაციონალები" მობრუნდნენ ხელისუფლებაში"

    2014 წლის 24 აპრილს "ქორთიარდ მარიოტში" ვაშინგტონის მაღალი რანგის დელეგაციისა და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერების მონაწილეობით გაიმართა მრგვალი მაგიდა "საქართველოში პოლიტიკური გარემოს საკითხებზე". შეხვედრას აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელია და აშშ ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდნენ.

   "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის დასაწყისში განაცხადა:

   -"სამწუხაროდ, საქართველოში არ დაადგა საშველი იმას, რომ საარჩევნო გარემო იყოს ნორმალური. მაართველი პარტია არ ზრუნავს იმაზე, რომ რეალურად კონკურენტული გარემო შექმნას, არ იყოს საზოგადოების ზურგს უკან გარიგებები, არ იყოს ხელოვნურად შექმნილი სასათბურე პირობები "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობისათვის". ერთი მაგალითიც საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ ჩვენ ვართ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. თუნდაც გავიხსენოთ ის ფაქტი, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს "სპორტის სასახლეში"  გავმართეთ გრანდიოზული შეხვედრა მხარდამჭერებთან, ტელეკომპანიებმა უარი გვითხრეს ღონისძიების პირდაპირ ეთერში გაშუქებაზე, მაშინ როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" შეკრება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, სადაც გაცილებით ნაკლები ხალხი იყო წარმოდგენილი. სამწუხაროდ,  იგივე მეორდება დღესაც, ჩვენ არ გვაძლევენ პირდაპირი ჩართვის შესაძლებლობას დღეს საღამოს, რიყეზე დაგეგმილი ღონისძიებიდან, სადაც კოალიცია "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" ოფიციალურად გამოვაცხადებთ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნას და წარვადგენთ მერობის კანდიდატს. ეს საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ ვართ აშკარად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ შენარჩუნდეს ხელოვნური ორპარტიული სისტემა და "ნაციონალები" მობრუნდნენ ხელისუფლებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამას ხელი შევუშალოთ."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: