როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი ტელეფონები ზუსტად ამ მომენტში ისმინება?

როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი ტელეფონები ზუსტად ამ მომენტში  ისმინება?

1. ბატარეისმაღალიტემპერატურა
თუ თქვენი ტელეფონის აკუმულატორი საუბრის დროს ცხელდება – ეს იმას ნიშნავს, რომ ის აქტიურად იტვირთება, მაგრამ, თუ აპარატი იმ შემთხვევაშიც ცხელდება, როცა მისით რამდენიმე საათია არ გისარგებლიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მის შიგნით რაღაც ისე არ ხდება, ანუ მოქმედებს ჯაშუშური პროგრამა.

2. ტელეფონიძალიანმალეჯდება
თუ ტელეფონი აქტიური მოხმარების გარეშეც ძალიან მალე ჯდება, ესე იგი, მასში რაღაც "სახიფათო" პროგრამა მოქმედებს. (თუმცა ეს არ ეხება ძველ ტელეფონებს, რადგან დროთა განმავლობაში აკუმულატორი "ცვდება" და მისი სამუშაო რეჟიმი ქვეითდება ). დასაფიქრებელი მხოლოდ მაშინ არის, თუ ტელეფონი ახალია და სულ ცოტა ხნის წინ ნორმალურად მუშაობდა. 

3. რთულადითიშება
ყურადღება მიაქციეთ, ადვილად ითიშება თუ არა თქვენი ტელეფონი. თუ ამ პროცესს საეჭვოდ დიდი დრო სჭირდება და თან ნათურა გამორთულზე კიდევ დიდხანს ციმციმებს, ესე იგი, ტელეფონს რაღაც სჭირს. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება ტელეფონის ტექნიკური პრობლემაც იყოს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ აქაც მოსმენის საშიშროება იყოს.

4.ტელეფონისსაერთოუცნაურიმდგომარეობა
თუ ტელეფონი თავისით ითიშება, იტვირთება, აყენებს ფონებს და პროგრამებს, სავარაუდოდ, ის ვიღაცის კონტროლის ქვეშ იმყოფება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული ოპერაციული სისტემის დარღვევები, მაგრამ ყურადღების მოდუნება ამ დროსაც არ ღირს. 

5. საუბრისდროსგაჩენილიხარვეზები
ხარვეზები შეიძლება იყოს 2 სახის: ისინი, რომელსაც თქვენ ამჩნევთ საუბრის დროს და ისინი, რომლებსაც ისმენთ, მაგალითად ტელეფონში მაშინ, როცა აუდიოსისტემებთან ახლოს იმყოფებით. 
პირველ შემთხვევაში საეჭვოა ექო და სხვა ხმაური (ხრიალი და სხვა...), რომელიც თან ახლავს თქვენს საუბარს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ აბონენტთან. ხანდახან ხარვეზის მიზეზი ცუდი დაჭერაა ან კიდევ სხვა პრობლემა, მაგრამ თუ ხმაური გამუდმებით გესმით, ეს უკვე შეშფოთების მიზეზია. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: