Iverioni
«    აგვისტო 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
29-05-2014, 13:49
ნანახია: 714

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შეთანხმება ძალაში 2015 წლის 1 იანვრიდან შევა

   დღეს რუსეთმა, ბელორუსმა და ყაზახეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

 

რუსული მედიის ცნობით, შეთანხმებას სამი ქვეყნის ლიდერებმა – ვლადიმერ პუტინმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ და ნურსულთან ნაზარბაევმა ასტანაში მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მონაწილე ქვეყნები საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძლის თავისუფლად გადაადგილების გარანტიებს იღებენ. ამასთან, კავშირის მონაწილე ქვეყნები შეთანხმებულ პოლიტიკას გაატრებენ ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სფეროებში. შეთანხმება ძალაში 2015 წლის 1 იანვრიდან შევა.