ლიტვაში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ზეიმს გურამ ოდიშარია დაესწრო

ლიტვაში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ზეიმს გურამ ოდიშარია დაესწრო

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას,  ოფიციალური ვიზიტი ლიტვაში დასრულდა.

გურამ ოდიშარია ვილნიუსში ლიტვის კულტურის მინისტრის, შარუნას ბირუთისის, მიწვევით იმყოფებოდა.

,,ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ლიტვის ისტორიულ დედაქალაქ თრაქაიში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ლიტველ კოლეგასთან ერთად დაესწრო.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე ევროკავშირის წევრ მეგობარ ქვეყანაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის ვიზიტს განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“,- წერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: