Iverioni
«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
მაისი 2023 (4)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
31-05-2014, 13:37
ნანახია: 4873

დავით გიორგობიანი:-

   დავით გიორგობიანი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნას ეხმაურაბა და "ივერიონტან" საუბარში აცხადებს:

   -"ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში მაგ თემაზე საუბარი სირცხვილად მიმაჩნია. სად სარწმუნოება და სად მარიხუანა? ხომ გეუბნებოდით, საქართველოში მორწმუნე თითზე ჩამოსათვლელია ამჟამად, თუმცა დიდი წმინდანის მამა გაბრიელის სიტყვებით, როდესაც ღმერთი სამ დიდ სირცხვილს დასცემს საქართველოს, მაშინ ადამიანები მართლა იწამებენ ღმერთს, -"ბოლოს უფალი საქართველოში სამ თესლს ჩამოაგდებს პირველი კაცებისთვის. შერცხვებათ თავის კაცობის, -მეორე ქალებისთვის, შერცხვებათ თავის ქალობის. მესამე-ღვთის შიში დაეცემა ერს და მართლა მიხვდებიან, რომ ღმერთი არსებობს". ეს ბრძანა მამა გაბრიელმა და ასე მოხდება ზუსტად.

   რაც ახლა ხდება საქართველოში, იმერულად რომ ვთქვათ- ბავშვების ბურჭალობას ჰგავს ანუ ონავარი ბავშვებივით ცეცხლს ვეთამაშებით და წარმოდგენა არა გვაქვს, რა ხანძარში გავეხვევით ამქვეყნად და იმქვეყნად კიდევ მარადიულ ცეცხლში, თუკი მართლა გულით არ ვირწმუნეთ ღმერთი და ცრემლებით არ მოვინანიეთ საკუთარი სულისა და ჩვენი ულამაზესი საქართველოს დაგლეჯა და გასაჩუქრება.

   რა მარიხუანა ხალხო, გონებაზე ხართ?!