Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (4)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
11-06-2014, 15:19
ნანახია: 822

მანანა ნაჭყებია:-

   საარჩევნო ბლოკ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წევრი მანანა ნაჭყებია აცხადებს, რომ ცსკ-მ რიგ შემთხვევებში არათნმიმდევრული და მიკერძოებული გადაწყვეტილებები მიიღო.

   -"უკეთესი მოლოდინი არც ყოფილა. როდესაც 13-კაციანი კომისიიდან 12 კაცი "ქართული ოცნებისაა", ბუნევრივია, ის ობიექტური ვერ იქნება. ცალკეულ შემხთვევებში ცსკ-ოს მხრიდან მართლაც იყო მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს აძლევდა ხელისუფლებას და ხელს არ აძლევდა ოპოზიციას რაც ძალიან სამწუხაროა. იყო მოლოდინი, რომ წინასაარჩევნო გარემო გამოსწორდებოდა და ხელისუფლებიდან არ იქნებოდა ზეწოლა და ეს მოლოდინი არ გამართლდა. ამ არჩევნებზე, განსაკუთრებით რეგიონებში ხშირი იყო სუს-იდან ჩვენი წარმომადგენლების დაბარებები, ხშირი იყო ადგილობრივი ორგანოების მხრიდან ადამიანებზე ზეწოლა და ყველანაირი ხერხით მათი საარჩევნო მარათონიდან ჩამოშორება. ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩვენი ბლოკიდანაც მოხსნა კანდიდატურა, რაც მათი მხრიდან გაუგებარი იყო. ეს, რა თქმა უნდა, იყო ზეწოლა"-განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.