გიორგი ახვლედიანი:-"ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის მოლოდინი პოლიტიკურ საფლავში ჩაალაგა და დიდი ენერგიით დატკეპნა"

გიორგი ახვლედიანი:-"ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის მოლოდინი პოლიტიკურ საფლავში ჩაალაგა და დიდი ენერგიით დატკეპნა"

   "ერთიანი ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას აცხადებს, რომ  შედეგები მტკივნეულია და  რეალობა-არასასიამონვო. მისივე თქმით ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს "ნაციონალური მოძრაობის" გამოცოცხლების  პროცესს და ადამიანებს, რომლებსაც 2012 წლიდან უზარმაზარი მოლოდინები ჰქონდათ, ეს იმედები დაეკარგათ".

   -"არსებული რეალობა, ბოლო ორი  წლის ძალიან დიდი უნიათობის  და ხელისუფლების პოლიტიკური უტვინობის  შედეგად დადგა.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა იმედგაცრუებული იყო და არ მიიღო მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში.  ეს, ცუდი ფაქტი იყო, მაგრამ ახსნადი. "ქართულ ოცნებას"  ვულოცავ, რომ 2012 წლის განწყობები და მოლოდინები არა თუ  წყალს გაატანეს, არამედ პოლიტიკურ საფლავში ჩაალაგეს და დიდი ენერგიით დატკეპნეს.

 არსებული რეალობის  მიხედვით,  კოალიცია "ქართული ოცნების"  ლიდერებს, ორი აგური უნდა ეჭიროთ ხელში და მესამესაც ეძებდნენ თავში სარტყმელად. მათ ის გააკეთეს, არც საზოგადოებოების ყველაზე მეტად მიუღებელი იყო".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: