Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
30-06-2014, 10:59
ნანახია: 849

კობა ბიწაძე: როგორ ავიცილოთ თავიდან მიწის „უპრაგონოდ“ გასხვისება?!

ქართული მიწის თავისუფალ  მიმოქცევაში  გაშვება არც ისე შორსმჭვრეტელურ პროგნოზებს იწვევს.

ზოგი ამბობს – უცხოელები ამ მიწას ზურგზე ხომ არ მოიკიდებენ და წაიღებენო.  არადა,  როგორ წაგვართვეს ტერიტორიის 20%  ზურგზე მოკიდების გარეშე, ამის მაგალითი ცხინვალისა და აფხაზეთის სახით უკვე სახეზეა!

ჯერ-ჯერობით შეუძლებლად ჩანს, რომ იგივე სცენარით ინდოეთის ან თურქეთის საოკუპაციო ჯარები შემოვიდნენ ქვეყანაში, მაგრამ  მაინც უნდა გაანალიზდეს – რას შეცვლიან შემოსული უცხოელები საქართველოში?

ოპტიმისტების აზრით, ისინი შემოიტანენ ახალ ტექნოლოგიებს და გაზრდიან აგრარულ წარმოებას. ლოგიკურად ისმება კითხვა: რატომ არ შეუძლიათ იგივეს გაკეთება ქართველებს?!

რუსეთსა თუ უკრაინაში საკმაოდ არიან ისე მდიდარი ქართველები, რომლებიც ერთი ჰექტარი ქართული მიწის საფასურს ერთ სადილში იხდიან.

რაღა შორს მივდივართ, საქართველოშიც არიან ისეთი ბიზნესმენები, რომლებსაც შეუძლიათ ინვესტიციები ჩადონ აგრარულ სექტორში, მაგრამ ამას არ აკეთებენ.  მაგალითად, თბილისში  ბოლო ორი წლის განმავლობაში 21 ახალი კაფე-ბარი თუ რესტორანი  გაიხსნა და მათგან 20 უკვე დაიხურა ვიზიტორების არარსებობის გამო.

მოგეხსენებათ, ერთი კაფე-ბარის მოწყობა მინიმუმ 100 000 დოლარი ჯდება,  საშუალოდ კი 500 000.  ამ ფასად რომ ფერმერული მეურნეობა მოეწყოთ აღნიშნულ ბედოვლათ "რესტორატორებს", დღეს მათ საკმაოდ მაღალი  შემოსავალი ექნებოდათ. აგრარულ სექტორში მოგების ნორმა ყველაზე მაღალია არა მარტო საქართველოში – არამედ ბევრ განვითარებად ქვეყანაში, სადაც მუშა-ხელი იაფია. 

ვფიქრობ, ყველა ამ პრობლემის დასაძლევად უნდა შექმნას "საადგილმამულო ფონდი", რომელიც დაეხმარება ინვესტორებს, მართონ თავის მიწები ყოველგვარი გაურკვევლობის გარეშე. ფონდი მოიძიებს ინფორმაციას, სად, რამდენი მიწა იყიდება და შესთავაზებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, ან თუნდაც ადგილობრივ ბიზნესმენებს. ეს ხელს შეუწყობს მიწის „უპრაგუნოდ“ გასხვისების თავიდან აცილებას!


ფონდსა და ინვესტორს შორის ურთიერთობის სქემა ასეთი უნდა იყოს: ინვესტორი ყიდულობს კონკრეტულ მიწის ნაკვეთს და მართვაში გადასცემს ფონდს. ფონდი  გააერთიანებს ნაკვეთებს და  მათ კოოპერაციის იმ წესებით მართავს, რომლებიც უკვე აპრობირებულია განვითარებულ ქვეყნებში.
 
ცხადია, ამ იდეას ბევრი ოპონენტი გამოუჩნდება, იტყვიან, რომელი ინვესტორი  ენდობა ასე ადვილად ფონდსო.  იქნებ და ფონდმა შემოსავალი სულ  მიითვისოს. შედარებისთვის ასეთი ფაქტის გახსენება შეიძლება. რამდენიმე წლის წინ ცნობილმა ფირმამ "ფერერო" სამეგრელოში თხილის პლანტაციები შეიძინა და ჯერ-ჯერობით საკმაოდ კმაყოფილია.  


ამ თხილის პლანტაციების მენეჯერებს  თუ დარაჯებს ძალიან ადვილად შეუძლიათ, რომ თხილი მოიპარონ და 10-ჯერ მეტი ფული აიღონ მათი ჩაბარებით, ვიდრე "ფერერო" ხელფასს უხდის!


თუმცა ასეთი ქურდობის ფაქტები ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა.


ხომ შეიძლება რომ ამ ფირმის გამოცდილება შევისწავლოთ და გავიზიაროთ? თვითონ იტალიელი მფლობელი მიკელე ფერერო რომ არ ზის სამეგრელოს ტყეებში და იქიდან დურბინდით რომ არ იყურება – არიქა ჩემი თხილი არავინ მომპაროსო – ეს დანამდვილებით ცნობილია.


საქართველოში ხილის ბაღებს ფლობს ასევე ცნობილი ფირმა "ჰიპპი"  და არც მათი მფლობელები დარაჯობენ ამ ბაღებს პირადად.


თუ იტალიელი ან ფრანგი ახერხებს თავისი ბაღ-ბოსტნების კონტროლს საქართველოში თავიანთი ქვეყნიდან  – რატომ ვერ უნდა მოახერხოს იგივე ქართველმა მაგალითად მოსკოვიდან, ან კიევიდან?


ან საერთოდ, რა საჭიროა კონტროლი?
 

თუ ქართველებმა ერთმანეთის ნდობა და ამ ნდობის გამართლება არ ვისწავლეთ, მაშინ მართლა არ ვყოფილვართ თავისუფლების და საკუთარი მიწა-წყლის ღირსი.

P.S. „საადგილმამულო ფონდის“ დაფუძნების იდეა დახვეწის სტადიაშია. კონცეფციის უფრო სრულყოფის მიზნით სიამოვნებით მივიღებთ ყველა საქმიან წინადადებას.