"ქართული ოცნება":-"ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ"

"ქართული ოცნება":-"ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ"

   კოალიცია "ქართული ოცნება" განმეორებითი კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

   "საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართა განმეორებითი კენჭისყრა. ეს ის ოლქებია, რომლებშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 15 ივნისს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

   გვინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცოთ არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. სერიოზული ხარვეზები, რომლებიც გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე, კენჭისყრის მიმდინარეობისას არ დაფიქსირებულა.

   წინასწარი მონაცემებით, როგორც მოსალოდნელი იყო, კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამჯერადაც დამაჯერებელად ლიდერობენ უკლებლივ ყველა ოლქში, გარდა ერთისა.

   გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილე ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი ჩვენს მხარდამჭერებს.

დარწმუნებულები ვართ, არჩევნების მეორე ტურში ისინი კიდევ უფრო გააქტიურდებიან და ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: