"თელასი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

"თელასი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

    ხვალ თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

   თელასის" ინფორმაციით 16:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება, თევდორე მღვდლის ქუჩის მაცხოვრებლებს, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიას, რკინიგზის საავადმყოფოს და თოდუას სახელობის კლინიკური მედიცინის ცენტრს - სულ 310 აბონენტს.  

   "კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.  სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ კომპანიაში

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: