პუტინმა ობამას მიუსამძიმრა

პუტინმა ობამას მიუსამძიმრა

   ოფიციალური კრემლის ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკის პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიაზე თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ უშუალოდ ავიასადისპეტჩეროსგან მიღებული ინფორმაცია მიაწოდა და მიუსამძიმრა.

   დონეცკის ოლქში მალაიზიის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდებასთან  კავშირს უკრაინული ჯარი უარყოფს, ჩამოგდებასთან საერთოს გამორიცხავენ სეპარატისტებიც. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წყაროს ინფორმაციით კი, ლაინერი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსითაა ჩამოგდებული.  ბოინგის ბორტზე მყოფი 295-ვე ადამიანი, რომელთაგან 280 მგზავრი, 15 კი ეკიპაჟის წევრი იყო, გარდაცვლილია. 

   ამ დროისთვის თვითმფრინავები, რომლებიც სხიპოლიდან შორეული აღმოსავლეთის მიმართულებით ასრულებენ რეისებს, უკრაინაში მომხდარის გამო ფრენებს ცვლიან. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: