მიხეილ სააკაშვილი:-"დაუნახაობა, უმადურობა და მოყვასის ღალატი არც-ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ბრძნული პოლიტიკა"

მიხეილ სააკაშვილი:-"დაუნახაობა, უმადურობა და მოყვასის ღალატი არც-ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ბრძნული პოლიტიკა"

   მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანებს და სოციალურ ქსელში წერს:

   "პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადება, სადაც მან ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ საქართველო მხარს ვერ დაუჭერს უკრაინას და უნდა მოახდინოს ფოკუსირება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, რადიკალურად ცვლის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ორიენტაციას. საქართველო წლების განმავლობაში სრულიად მარტო იბრძოდა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების წინააღმდეგ. ახლა კი, სწორედ იმ მომენტში, როდესაც მთელი მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების თავდადებულ ბრძოლას თავისუფლებისთვის, საქართველოს მთავრობა ზურგს აქცევს უკრაინას, ეს არის თავის დამცირება კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და დიდი შეცდომა და სირცხვილი ჩვენი საყვარელი ერის წინაშე. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ იყო მომენტები, როდესაც საქართველოს მხოლოდ უკრაინა ეხმარებოდა. სწორედ უკრაინის შვილებმა თავი გაწირეს ჩვენთვის აფხაზეთში, უკრაინის პრეზიდენტი ჩვენთან ერთად იდგა რუსთაველზე 2008 წელს და ყველა სხვა გადამწყვეტ მომენტში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა იციან, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენი სოლიდარობის იმედი, მათ კარგად იციან ქართველი ხალხის თავისუფლების სიყვარული, მაშინაც კი, როდესაც მთავრობა, რომელსაც რეალურად მართავს "გაზპრომის" უმსხვილესი კერძო აქციონერი ივანიშვილი, ფსბ-ს მმართველების ხიბლს ანიჭებს უპირატესობას. დაუნახაობა, უმადურობა და მოყვასის ღალატი არც-ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ბრძნული პოლიტიკა. "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი"-ს პრინციპით მოქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: