Iverioni
«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
ივნისი 2021 (9)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
5-08-2014, 14:15
ნანახია: 1047

   სახელმწიფო კანცელარიასთან შეკრებილი "იბერიელთა კავშირი" დაშლას არ აპირებს და ამბობს, რომ საპროტესტო აქციები მალე უფრო მეტად ფართომაშტაბიანი გახდება და მათ რეგიონებიდანაც შეუერთდებიან იპოთეკითა და ბანკის სესხებით დაზარალებულები.

   აქციის ორგანიზატორებს თანადგომა გამოუხატა "საქართველოს სოციალ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერმა ვახტანგ ჟორდანიამ და განაცხადა, რომ ხელისუფლების კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში ეს პრობლემა მოგვარებადია. მან მისეული ხედვაც გააცნო "იბერიელთა კავშირის" ხელმძღვანელს დარინა ლომინაძეს და აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს მამისა ჯაფარაშვილს.

    საუბრის დროს პარტიის ლიდერი პრემიერის ახალ ინიციატივასაც შეეხო და განაცხადა:

   -"5000 ლარით წარმოების დაწყება შეუძლებელია, ეს თანხა შეიძლება შეაშველო დაწყებულ საქმეს, თორემ ახლის დაწყება გამორიცხულია, ამ თანხით ერთ დანადგარსაც ვერ იყიდი. ვფიქრობ, ამ ინიციატივით უნდათ ხალხის მომადლიერება, თვითონ ინიციატივა ცუდი არ არის, ძალიან კარგია, მაგრამ რამდენად წაადგება ეს ყველაფერი ხალხს, ესაა საკითხავი. როგორ უნდა მისცე, ვის უნდა მისცე, რა კრიტერიუმებით გამოირჩევა პროექტები-ეს აუცილებლად ასახსნელია. სიმართლე გითხრათ, მე მგონი ეს ისეთივე წარუმატებელი პროექტი იქნება, როგორიც "თანაინვესტირების ფონდი" იყო, შეიძლება არც განხორციელდეს ან გაიცემა ვიწრო წრეზე...კიდევ ვიმეორებ, თავისთავად იდეა ცუდი არ არის, მაგრამ როდესაც ჩვენს თვალწინ ასეთი დიდი პრობლემა დგას საქართველოში და იპოთეკით თუ ბანკის ვალებით დაზარალებული ადამიანები თავს იკლავენ, როდესაც ხალხი უკვე კანცელარიასთან დაუშლელ აქციას იწყებს და მთავრობას პრობლემების გადაჭრას სთხოვს, როდესაც ამდენი სოციალური პრობლემაა ქვეყანაში, უკეთესი იქნება ეს თანხები ამ პრობლემების მოგვარებისკენ იყოს მიმართული. არადა ეს პრობლემა ხეისუფლების კეთილი ნების შემთხვევაში მოგვარებადია. ჩვეულებრივ, ყველა ბანკს აქვს თავისი პრობლემური განყოფილება, რომელიც ყიდულობს ბანკიდან ამ პრობლემურ სესხებს იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე სესხია გაცემული. ეს განყოფილება სესხის ამოღებისას ბანკიდან იღებს გარკვეულ პროცენტს და ერთგვარი ბიზნესია მათთვის. ხომ შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს იგივე-შეიქმნას სახელმწიფოს პრობლემური განყოფილება, რომელიც შეისყიდის ამ პრობლემურ სესხებს და გაცეს ამ ადამიანებზე შედარებით დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხი, რათა ადამიანებს შეეძლოთ გადახდა და არ დაკარგონ ბინაც და მთელი კაპიტალიც. სახელმწიფოს ნამდვილად აქვს ამის ბერკეტი".

    ვახტანდ ჟორდანას თქმით კერძო იპოტეკა არც კი აღირიცხება არსად და აქედან წასული თანხები არც ბიუჯეტში არ შედის, რაშიც მას "იბერიელთა კავშირი" ეთანხმება, თუმცა პარტიის ლიდერი აქ ყურადღებას ამ იპოთეკარებზეც ამახვილებს და ამბობს:

   -"მოდით აქაც სხვა კუთხით შევხედოთ და მაინც და მაინც ცუდად ნუ მივუდგებით, აქვს ფული ადამიანს და აპროცენტებს, გინდა აიღე, არ გინდა, ნუ აიღებ, კი შეიზღუდება მათი ქმედებები, მაგრამ ეს ადამიანები მერე უკვე იფიქრებენ ამ თანხის დაბანდებაზე მცირე თუ საშუალო ბიზნესში. დღევანდელ დღეს გვაქვს სურათი, რომ კერძო იპოთეკარმა გაასესხა ფული და ელოდება პროცენტს, შემდეგ უკვე, თუ ეს კერძო იპოთეკა აღარ იქნება, იპოთეკარები დაიწყებენ ბიზნესზე ფიქრს".

     ჟორდანიას თქმით იპოთეკური სესხები უმეტესად ან ჯანმრთელობას უკავშირდება, ან მცირე ბიზნესს, რადგან ბანკი არ იძლევა "სტარტ-კაპიტალს" და ადამიანი იძულებულია კერძო იპოთეკით ისარგებლოს. 

    პარტიის ლიდერის თქმით ამ ეტაპზე სწორი ეკონომიკური პოლიტიკა იქნება საბიუჯეტო ხარჯების მაქსიმალურად შემცირება და დაზოგილი თანხების სოციალურ-პროგრამებში გაშვება.  

  პრემიერის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა მამისა ჯაფარაშვილიც და განაცხადა, რომ "ინიციატივა ნამდვილად კარგია, მაგრამ დღეს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა დგას და ეს თანხაც სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა დაიხარჯოს".

   -"კარგია ეს ინიციატივა, მაგრამ ეს იგივეა, რომ სახლი ინგრეოდეს, წვიმდეს და შიგნით რემონტს ატარებდე. ამ წუთას ქვეყანას ყველაზე მეტად იპოთეკარებიდან აწვიმს და თუ რაიმე თანხა არსებობს, ამ პრობლემის მოგვარებისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან უკვე იმდენად ღაფავს სულს მოსახლეობა, ზოგი ვეღარც უძლებს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ზოგსაც გული უსკდება წლების ნაჯაფარის და საცხოვრებელის დაკარგვისგან. დღეს ეს ადამიანები ითხოვენ და ელიან ხელისუფლებისგან დახმარებას, ეს თანხა ბევრ ადამიანს უშველის".

   შეხვედრის დროს გამოიკვეთა აზრი, რომ გამოსავალი ერთადერთია-სახელმწიფო უნდა ჩაერიოს არსებული პრობლემის მოგვარებაში, უნდა იკისროს მედიატორის როლი, შეძლოს გადაფაროს არსებული სესხები და მისცეს მოსახლეობას დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი ახალი სესხები.