თეა წულუკიანის ახალი ინიციატივა

თეა წულუკიანის ახალი ინიციატივა

იუსტიციის ახალმა მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა.


მინისტრმა ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა და რამდენიმე ახალი ინიციატივაც წარმოადგინა. კერძოდ, საქმე ეხება ზურაბ ადეიშვილის უცნაურ მემკვიდრეობას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზობისა და სხვა სამინისტროების პროგრამული უზრუნველყოფის, ქსელებისა და კომპიუტერების მართვას გულისხმობს.


შექმნილი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის პროფესიონალები ხელმძღვანელობენ, დახვეწილი და მაღალი ხარისხის მომსახურეობას უწევს თავად სამინისტროს და მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებს. თუმცა ზურაბ ადეიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ეს სისტემა მომსახურებას სხვა უწყებებსაც უწევს, რაც ქმნის მათი კონტროლის შესაძლებლობას. ახალი მინისტრის თქმით კი, ეს დაუშვებელია.


"ქვეყნის სწორი სახელმწიფოებრივი განვითარება მოითხოვს, რომ ხელისუფლების არც ერთი შტო არ ექვემდებარებოდეს მეორეს," –აცხადებს თეა წულუკიანი. ამიტომ მისი გადაწყვეტილებით, შეწყდება იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფის, ქსელებისა და კომპიუტერების მართვა. იგივე გადაწყვეტილება ეხება ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზდობისა და სხვა სამინისტროსაც.


მინისტრის ამ გადაწყვეტილებას სისრულეში მოყვანა სჭირდება და ეს მხოლოდ შესაბამისი უწყების ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიძლება მოხდეს. "იუსტიციის სამინისტროს წინასწარი გათვლებით, გადაბარების ეს პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს და მხოლოდ პარლამენტს დასაწყისისთვის 400 000 ლარის ინვესტირება, ხოლო შემდეგ წლიურად 800 000 ლარის ხარჯვა მოუწევს, რათა ჯერ დაიბრუნოს თავისი მონაცემთა ბაზები და შემდგომში უზრუნველყოს პროგრამული უზრუნველყოფისა და ქსელების დამოუკიდებლად მართვა", - განმარტავს წულუკიანი.
   

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: