Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
30-10-2012, 12:37
ნანახია: 1099

"დიმიტრი ლორთქიფანიძე არის სახალხო დამცველის ღირსეული კანდიდატი. ის, როგორც მტკიცე ნებისყოფის ადამიანი მთელი რვა წლის მანძილზე კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა", _ ეს განცხადება ანსამბლ "ერისიონის" მთავარმა ქორეოგრაფმა რევაზ ჭოხონელიძემ მთელი ანსამბლის სახელით გააკეთა.


მისივე თქმით, დიმიტრი ლორთქიფანიძის ორი ქალიშვილი ანსამბლში ცეკვავდა. ისინი პატივს სცემენ მის პატიოსან ოჯახს. ჭოხონელიძის თქმით, ამ პოზიციას იზიარებს მთელი ანსამბლი.


როგორც ცნობილია, ამ პოსტზე ხუთი კანდიდატურა განიხილება: იურისტი ლია მუხაშავრია, სამართალმცოდნე თამარ გურჩიანი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, უფლებადამცველი ნათია იმნაძე დაყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე.


შეგახსენებთ, სახალახო დამცველის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა.