საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა.
  სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა, საუბარი რეგიონებში არსებულ მდგომარეობას შეეხო.
  მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო რწმუნებულებისგან რეგიონებში მიმდინარე პროექტების შესახებ შუალედური ანგარიშები მოისმინა.
  პრემიერი სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში არსებული ვითარებით დაინტერესდა და გუბერნატორებს პრობლემებზე ოპერატიული რეაგირება დაავალა.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აკაკი ჩხენკელი დაესწრო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: