Iverioni
«    მაი 2023    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
მაისი 2023 (3)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
31-10-2012, 14:54
ნანახია: 3691

ვინ შეჭამა ხელფასი?!

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯიხის მუნუციპალიტეტში საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებს მიმდინარე თვის ხელფასებს ვეღარ უხდიან.


ამის შესახებ  წალენჯიხაში ერთ-ერთი მკვიდრი,  კოალიცია" ქართული ოცნების" აქტივისტი ბერდია კალანდია facebook-ის საკუთარ გვერდზე  ავრცელებს:  "წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლება საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებს ხელფასებს ვერ ურიგებს. მიზეზად ბიუჯეტში თანხის არარსებობა სახელდება. როგორც ჩანს, არჩევნებში სერიოზული "მაყუთი" დახარჯეს".


"ივერიონი"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს მამუკა ქარდავას დაუკავშირდა და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა. 


"არ მჩვევია რაღაც ჭორებზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ რადგან შესაძლოა, ამ საკითხმა საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვიოს, გეტყვით, რომ  ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია, უბრალოდ  რაღაც ტექნიკური პრობლემა შეიქმნა, რაც სულ რამდენიმე დღე გაგრძელდება, მერე კი ხელფასებიც დარიგდება.


რაც შეეხება სახელფასო ფონდიდან თანხების არამიზნობრივ გახარჯვას, სისულელეა და მეტი არაფერი, რადგან ერთი წლის  სახელფასო ფონდი წინასწარაა  გაწერილი და მისი გახარჯვა სურვილის შემთხვევაშიც კი, ტექნიკურად შეუძლებელია", - განმარტავს მამუკა ქარდავა.


ვალერი ვახანია