მიხეილ უკლება: საქართველოს მოქალაქებმა აღმოსავლეთ უკრაინა უნდა დატოვონ

მიხეილ უკლება: საქართველოს მოქალაქებმა  აღმოსავლეთ უკრაინა უნდა დატოვონ

   უკრაინაში საქართველოს ელჩის, მიხეილ უკლებას განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საქართველოს მოქალაქეები ჯერ კიდევ რჩებიან. მისი განცხადებით, აუცილებელია დაუყოვნებლივ დატოვონ აღნიშნული ზონები:
  "ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ საკუთარი ოჯახის წევრები - ქალები, ბავშვები საქართველოში გაამგზავრეს, მაგრამ სამწუხაროდ, კიდევ არიან ჩვენი მოქალაქეები, რომელთა ბიზნესიც აქ საფრთხეშია. ჩვენ ეს გვესმის, მაგრამ როდესაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მათ აუცილებლად უნდა დატოვონ ეს ზონები", - განაცხადა მიხეილ უკლებამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: