Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (6)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
29-08-2014, 16:27
ნანახია: 662

საქართველოს პრეზიდენტმა ამიერიკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშა-ზადე მიიღო.

   ქვეყნის პირველმა პირმა მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშა-ზადესი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილმა მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის და სხვადასხვა კონფესიის მშვიდობიანი თანაარსებობის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის პრინციპების ხელშეწყობისათვის.

   პრეზიდენტთან შეხვედრას მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად მილი მეჯლისის წევრებიც დაესწრნენ. მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს დღეს ეწვია.

   გიორგი მარგველაშვილმა მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის და სხვადასხვა კონფესიის მშვიდობიანი თანაარსებობის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის პრინციპების ხელშეწყობისათვის.