Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
28-09-2014, 00:12
ნანახია: 1009

ალავერდში ალავერდობას მისული მლოცველი მარჯვნიდან სამჯერ შემოუვლის ტაძარს

   დღეს ალავერდობაა.

ალავერდობა, მოსავლის დღეობა-დაკავშირებული ჭირნახულის მოწევასა და დაბინავებასთან. იმართება ალავერდის ტაძრის კარზე, ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელზე. იწყებოდა 29 სექტემბერს და გრძელდებოდა სამ კვირას. სამსაფეხურიანი ციკლი (თავი ალავერდობა, შუა ალავერდობა და ბოლო ალავერდობა) უკავშირდებოდა წინაქრისტიანულ რწმენა-წარმოდგენებს, კერძოდ, მთვარის კულტს [საჭიროებს წყაროს მითითებას]. ალავერდობაზე ღამის თევით მოდიოდნენ მლოცველები გარეკახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, აგრეთვე მეზობლად მოსახლე ქისტები, დაღესტნელები და ელები. 

   ალავერდობასთან დაკავშირებული იყო ტრადიციული ბაზრობა, რომელმაც XIX საუკუნის II ნახევრიდან ფართო ხასიათი მიიღო. გასაყიდად შემოჰქონდათ სამრეწველო საქონელი, შინასამრეწველო ნაწარმი, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების პროდუქტები.

ალავერდობისთვის ქრისტიანსაც და მაჰმადიანსაც, ქართველსაც და არაქართველსაც შესაწირი მოჰქონდა. კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II ასეთ შესაწირად მამალს ასახელებს. თუმცა ჩვენ მიერ მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით ქათმის მამალთან ერთად, რომელიც 1 წლამდე უნდა ყოფილიყო, მამალი ცხვარიც იწირებოდა. თუშებიც და კახელებიც თავისიანს აკვლევინებდნენ საკლავს.

 

     ალავერდში ალავერდობას მისული მლოცველი მარჯვნიდან სამჯერ შემოუვლის ტაძარს, შემდეგ შიგნით შედის და სანთლებს ანთებს. ქართველებთან ერთად დღესაც ლოცულობენ ყარაჯალელი თათრები და ქისტები. ჩვენი მთხრობლის თქმით, ერთხელ მას ებრაელი გოგონა ახლდა თან. როდესაც ტაძარში შესულან და მასპინძელს მისთვის სანთელი მიუწოდებია დასანთებად, სტუმარს უპასუხია: მე ხომ ებრაელი ვარ და როგორ დავანთებ სანთელსო. მთხრობელს უნახავს, რომ თათრებიც და ქისტებიც ქართველებივით სამჯერ უვლიან ტაძარს, სანთელიც დაუნთიათ და პირჯვარიც გადაუწერიათ.

 

ალავერდობის დღესასწაულს თავისი სპეციფიური რიტუალური დასასრული ჰქონდა. ალავერდის ეზოში 200 – 300 ცხენოსანი თუში იკრიბებოდა და ომში დაღუპულთა სულებისათვის დალაის სიმღერით გარს უვლიდა ალავერდის ტაძარს.

 

ერთ – ერთი მასალის მიხედვით, ალავერდობის დასასრულს თუშებს ტრიალ მინდორზე სცოდნიათ ცხენის გაჭენება, რის შემდეგაც სალოცავიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ნანული აზიკური "დალაის" სიმღერით ტაძრის სამჯერ შემოვლის წესს მართებულად უკავშირებს იმ თუში მეომრების ხსოვნას, რომლებმაც 1659 წელს ბახტრიონის ბრძოლაში იმით ისახელეს თავი, რომ "თურქმენთაგან ციხე – სიმაგრედ და საჯინიბოდქცეული ალავერდი" სხვა ქართველებთან ერთად საბოლოოდ გაათავისუფლეს.

 

     

 

   საინტერესოა ალავერდის ეტიმოლოგიის ბ. ალბოროვისეული ახსნა. იგი მას ინგუშური ენის საფუძველზე ხსნის. მან ალავერდი დაშალა "ალაუთ" და "ერდათ". ალაუ ინგუშურად, ცეცხლს, ალს ნიშნავს, ხოლო სიტყვა შესაბამისად, წმიდა უფალს ან ღმერთ ალას ანუ ცეცხლის, ალის, კერის ღმერთს.