Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
9-10-2014, 13:14
ნანახია: 1082

სერგო რატიანი: ნატოსთან ინტეგრაციის თავლსაზრისით საქართველოს ხელისუფლება პოზიციებს არ დათმობს!

   "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანი რუსეთის საგარეო უწყების მიერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს თავხედურს უწოდებს და ფაქტს, რომ საქართველოს მათი მოსმენა უწევს,  ქართული დიპლომატიის ნაკლად განიხილავს.


  "რუსეთის პოზიცია ცხადია, მათ ყოველთვის აღელვებთ ის პროგრესი, რომელსაც განიცდის ხოლმე საქართველო ნატოსთან მიმართებაში და საქართველოს დიპლომატიის ნაკლოვანება მდგომარეობს იმაში, რომ იმის მაგივრად რომ ჩვენ გვქონდეს პრეტენზიები, როგორც წესი, რუსეთთან და იმ დანაშაულებრივ ქმედებებთან, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ ადრე და ახლაც აწარმოებენ, საქართველოს უწევს მოისმინოს თავხედური პრეტენზიები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

  თუ ვინმე ქმნის ამიერკავკასიაში უსაფრთხოების პრობლემას, ეს რუსეთია. იმის მაგივრად რომ საქართველომ ამაზე პრეტენზია გამოთქვას, არის დათმობით პოზიციაში, თავისთავად ეს არის მარცხი ქართული დიპლომატიისა, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ნატოსთან ინტეგრაციის თავლსაზრისით საქართველოს ხელისუფლება არ დათმობს პოზიციებს",-განაცხადა რატიანმა.