Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
13-10-2014, 12:59
ნანახია: 1043

თამარ სანიკიძე: 2015 წელს პედაგოგთა ხელფასები გაიზრდება!

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ინფორმაციით, 1 იანვრიდან პედაგოგთა ხელფასის ზრდა იგეგმება. მინისტრის განცხადებით, პედაგოგთა სახელფასო ზრდა დაკავშირებულია ახალი სქემის ამოქმედებასთან.

 

  სანიკიძის თქმით, სქემა ამოქმედდება კანონში ცვლილებების განხორციელებისთანავე.

 

  "ხელფასები იქნება რანჟირებული. გარკვეული მატება იქნება საბაზო ხელფასშიც, მაგრამ, ძირითადად, მატება განისაზღვრება რანჟირებულად კატეგორიების მიხედვით. ნოემბრის თვეში ზუსტად გვეცოდინება იმ დამატებითი რესურსის შესახებ, რომელიც მიემართება მასწავლებლის ხელფასში. როგორც კი დასრულდება კანონპროექტზე მსჯელობა და კანონში განისაზღვრება ცვლილებები, ჩვენ შევძლებთ, ერთდროულად დავიწყოთ 2015 წელს სქემის ამოქმედება და დანერგვა და განვახორციელოთ ის სახელფასო ცვლილებები, რომელსაც სქემის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ. ეს იქნება ნაწილობრივ საბაზო ხელფასის ზრდა, თუმცა, ხელფასები ასევე გვინდა იყოს რანჟირებული, იმისათვის, რომ გაიზარდოს მოტივაცია", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.