თეა წულუკიანი:კანონპროექტს იარაღის ტარების შეზღუდვაზე პარლამენტი ბოლომდე არ ეთანხმება!

თეა წულუკიანი:კანონპროექტს იარაღის ტარების შეზღუდვაზე  პარლამენტი ბოლომდე არ ეთანხმება!

  საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, იარაღის ტარების შეზღუდვაზე მათ მიერ წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტი ბოლომდე არ ეთანხმება.

  "ჩვენ ვნახეთ, რომ ქალის კვლა არამხოლოდ ცარიელი, შიშველი ხელებით ძალადობა იყო, არამედ ხშირ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხდებოდა.

  ეს პირდაპირ კავშირშია იმ დრაკონულ კანონთან, რომელიც იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა წარვუდგინეთ პარლამენტს და  დიახ, ეს კანონპროექტი არის დრაკონული ახალი წესები, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ფსიქიური მდგრადობა არ აქვთ, ან წარსულში დანაშაული აქვთ ჩადენილი, არ ჰქონდეთ ადვილად საშუალება, რომ ხელი მიუწვდებოდეთ ცეცხლსასროლ იარაღზე. პარლამენტი ამას ბოლომდე არ ეთანხმება, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს",- განაცხადა წულუკაინმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: