დავით ნარმანია ქალაქ ბრისტოლის ლორდ-მერს შეხვდა

დავით ნარმანია ქალაქ ბრისტოლის ლორდ-მერს შეხვდა

 თბილისის მერი, დავით ნარმანია დღეს, დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ლორდ-მერს, ალისტაირ ვატსონს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობაზე, მათ შორის, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასა და ადგილობრივ საწარმოებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

  შეხვედრაზე განიხილეს ასევე ურბანული საკითხები. კერძოდ, საუბარი ტრანსპორტის სფეროში სამომავლო თანამშრომლობას, ასევე, ნარჩენების მართვის საკითხებს შეეხო.

 აღინიშნა, რომ ბრისტოლსა და თბილისს შორის 25 წლიანი ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, საინტერესოა ბრისტოლის გამოცდილების გაზიარება კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის და ქალაქის დაგეგმარების მიმართულებით.

  "ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომელობასთან დაკავშირებით. 25 წლიანი მეგობრობის გამოცდილება და ისტორია, რაც ჩვენ გვაქვს, უნდა გავაფართოვოთ და განვავითაროთ. ჩვენი ყველაზე უმთავრესი ინტერესი ეკონომიკური თვალსაზრისით ურთიერთობების გააქტიურებაა", _ განაცხადა დავით ნარმანიამ.

  ბრისტოლის ლორდ-მერის განცხადებით, თბილისის მერთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, სადაც მხარეებმა ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: