Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
31-10-2014, 10:36
ნანახია: 1029

ირაკლი ღარიბაშვილი: მეცნიერება ფუნდამენტია, რომელზეც  წარმატებული ქვეყანა უნდა იდგეს!

 საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.

 როგორც პრემემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, ირაკლი ღარიბაშვილს მეცნიერები სამეცნიერო სფეროში არსებულ ვითარებაზე ესაუბრნენ.

 

 ცნობილია, რომ  შეხვედრის მონაწილეებმა ირაკლი ღარიბაშვილს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

 ,,მეცნიერება, ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც ნებისმიერი წარმატებული ქვეყანა უნდა იდგეს. ჩვენ ამ მხრივ დიდი ტრადიციები გვაქვს და ამას ხელშეწყობა და განვითარება სჭირდება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 შეხვედრას, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძეც ესწრებოდა.