Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (6)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
27-11-2014, 12:20
ნანახია: 771

 "თავისუფალ დემოკრატებს" რუსეთის ანექსიის საწინააღმდეგოდ რეზოლუციის ალტერნატიული ვარიანტი აქვთ მომზადებული.დოლიძის თქმით, მეტ-ნეკლებად ორივე დოკუმენტის სულისკვეთება ერთნაირია, თუმცა მიიჩნევს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გარკვეული წითელი ხაზები უნდა მოხსნას.

 

   დოლიძის თქმით, ორივე დოკუმენტის სულისკვეთება ერთნაირია, თუმცა მიიჩნევს, რომ  "ნაციონალურამ მოძრაობამ" წითელი ხაზები უნდა მოხსნას.


"ჩვენ შევიმუშავეთ ალტერნატიული ვარიანტი. პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს სურვილს, რომ ეს იყოს ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუცია. ორივე დოკუმენტის სულისკვეთება არის მეტ-ნაკლებად ერთიანი და მსგავსი. აქედან გამომდინარე, ბევრი საკამათო ნამვილად არ გვაქვს, უბრალოდ, რაღაცა წითელი ხაზები უნდა მოხსნას "ნაციონალურმა მოძრაობამ", გამომდინარე იქიდან, რომ საერთო მიზანს მივაღწიოთ",-განაცხადა დოლიძემ.

ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი აფხაზეთის ანექსიის საწინააღმდეგოდ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.

 

   რეზოლუციაში ასევე  საუბარია იმაზე, რომ საქართველო დაუყოვნებლი უნდა შეუერთდეს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და უნდა მომზადდეს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები.

რეზოლუციით "ნაციონალური მოძრაობა" ასევე მოითხოვს კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაუქმებას, ან დროში განუსაზღვრელი ვადით გაყინვას.