ზურა აბაშიძე: პრეზიდენტის შენიშვნები საკმაოდ საინტერესოა!

ზურა აბაშიძე: პრეზიდენტის შენიშვნები საკმაოდ საინტერესოა!

"თავისუფლი დემოკრატების" წევრი ზურა აბაშიძის თქმით, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონზე საქართველოს  პრეზიდენტის შენიშვნები საინტერესოა. მისი განმარტებით,  გიორგი მარგველაშვილის შენიშვნების ნაწილი მისაღებია.


"თავისუფალი დემოკრატების" პოზიციაა, რომ მთლიანობაში პრეზიდენტის შენიშვნები საკმაოდ საინტერესოა. პრეზიდენტმა თავისი უფლებამოვალეობა გამოიყენა აბსოლუტურად სწორად და ეს ძალიან კარგია. მიგვაჩნია, რომ ეს შენიშვნები სრულყოფილი არ არის .აქედან გამომდინარე ფრაქციაში გადაწყვეტილებას მივიღებთ - ან არ მოხდება გაზიარება ან საერთოდ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ ვეტოს წინააღმდეგ ხმას არ მივცემთ. პრეზიდენტის შენიშვნების ნაწილი მისაღებია, მაგრამ სრულყოფილი არ არის", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: