აფხაზეთი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში

აფხაზეთი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში

ისრაელის ტელეკომპანია „9 კანალ“-მა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა გიორგი დავიდოვიჩის პოლიტიკური მოვლენების ირონიანარევი მიმოხილვა, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ:


შეერთებული შტატების ძირითადი ამოცანაა კვლავ მუხლებზე დააჩოქოს რუსეთი, რომელიც ეს-ესაა წამოდგა“. ამ აზრს, რომელსაც რუსეთის ტელევიზია მოსახლეობას უნერგავს, პოლიტიკოსებიც და უბრალო ადამიანებიც იმეორებენ.


რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ვლადიმირ პუტინი დარწმუნებულია, რომ ამერიკას რუსეთზე გავლენის მოპოვება სურს: „ისტორიიდან ცნობილია, რომ რუსეთის დამორჩილება ვერავინ ვერ შეძლო“, - განაცხადა მან საერთორუსული სახალხო ფრონტის ფორუმზე. ხმები დადის, ეს რომ მონღოლებმა გაიგეს, ცოტა ეწყინათო.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, როცა ამერიკის განუზომელ ამბიციებსა და რეალურ შესაძლებლობებზე ლაპარაკობდა, ქურდულ ჟარგონზე გადავიდა და განაცხადა, „ვაშინგტონი ჩვენს პონტზე აგდებას შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდაო“.


საქართველოდან ისრაელში რეპატრირებული ჩვენი თანამემამულეები არ მომცემენ იმის ნებას, რომ ვიცრუო: „ეს სიტყვა - „პონტი“ - თავის სხვადასხვა ვარიაცებით ძალიან პოპულარული იყო ქართველ სისხლის სამართლის ელემენტებს შორის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ქვეყნიდან გაქრნენ. თვითონ სერგეი ლავროვი კი არ მალავს, რომ თბილისშია დაბადებული.


აი, პუტინი კი საქართველოში არ ცხოვრობდა. ყოველ შემთხვევაში, ლეგალურად მაინც. თუმცა რა განსხვავებაა? არც პუტინი, არც ლავროვი და არ მედვედევი კმაყოფილებას არ მალავენ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით.


ვლადიმერ პუტინმა ამას წინათ ოლიმპიისშემდგომ სოჭში აფხაზეთის თვით გამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი მიიღო და მასთან ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტი ფაქტიურად ლეგალიზებას ახდენს რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის ისედაც დე-ფაქტო შესვლას. ძალიან რომ არ სწყენოდათ აფხაზებს, კრემლმა სეპარატისტებს 5 მილიარდი რუბლი აჩუქა და სამომავლოდ კიდევ ოთხი მილიარდი აღუთქვა.


ხელშეკრულების გამო საქართველოს რუსეთუმე ხელისუფლებაც კი აღშფოთდა, საკმაოდ მჟღერი სახელი რომ დაირქვა - „ქართული ოცნება“. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ მრისხანე განცხადებით გამოვიდა, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ მიხვდა, რა და როგორ უნდა ეთქვა. „მეოცნებეთა“ პრემიერმა ბრიტანულ მასმედიას განუცხადა, რომ უკრაინას იარაღი არავინ არ უნდა მისცეს და პუტინთან მოლაპარაკება უნდა აწარმოოსო. კონკრეტულად რა თემაზე, ამის შესახებ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პაჟს არაფერი უთქვამს. ამასობაში კი სოხუმის ქუჩებში უკმაყოფილო აფხაზები გამოვიდნენ, რომლებსაც რუსეთში მზიურ, მაგრამ მაინც ჩვეულებრივ რეგიონად ყოფნა არ სურთ.


თავისი საქმე რომ გააკეთა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: „ჩვენ არავის არ ვემუქრებით და არ გვინდა ჩავერიოთ გეოპოლიტიკურ თამაშებში, ინტრიგებში და მით უმეტეს, კონფლიქტებშიო“. ეტყობა, უკრაინელებს, მოლდოველებს და ქართველებს, რომელთა ტერიტორიული მთლიანობა გაეროსგანაა აღიარებული, რუსეთის ჯარების იქ ყოფნა მოელანდათ“.

„9 კანალ“ (ისრაელი), 29 ნოემბერი, 2014 წელი
http://9tv.co.il/news/2014/11/30/191083.html

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: